https://sputnik-georgia.com/20240916/ashsh-qartveli-magalchinosnebis-winaagmdeg-sanqciebi-daawesa-289921126.html
აშშ-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციები დააწესა
აშშ-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციები დააწესა
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ოთხი მოქალაქის - შსს-ის თანამდებობის პირებისა და მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს"... 16.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-16T21:46+0400
2024-09-16T21:46+0400
2024-09-16T21:45+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/01/287684356_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_0b5782289a1dad657a35c36d0af61294.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ოთხი მოქალაქის - შსს-ის თანამდებობის პირებისა და მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერების წინააღმდეგ სანქციები დააწესა, ნათქვამია სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.საუბარია შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილზე (მეტსახელად „ხარება“), მის მოადგილე მილერი ლაგაზაურზე, ასევე კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეზე.დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა პირებს, რომლებმაც „საქართველოში შეარყიეს ძირითადი თავისუფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება“. აშშ-მ ხარაზიშვილი და ლაგაზაური დაადანაშაულა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ გამართული მშვიდობიანი აქციების მონაწილე ახალგაზრდა აქტივისტებისა და ოპოზიციის ლიდერების სასტიკი დარბევის კურირებაში. რაც შეეხება მორგოშის და მახარაძეს, ისინი, შეერთებული შტატების თქმით, არიან მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მარგინალიზებული თემების მიმართ ძალადობის მწვავე მომხრეები.2021-2023 წლებში მორგოშია და მახარაძე ეწინააღმდეგებოდნენ უმცირესობების აქციების ჩატარებას, მათ დაარწმუნეს ასობით მხარდამჭერი შეჭრილიყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში და ასევე თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და პოლიციელებს.აშშ-ის გადაწყვეტილებით, ზემოთ აღნიშნული პირების საკუთრებაში არსებული ყველა ქონება, რომელიც აშშ-ში ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან კონტროლს ქვეშაა, დაბლოკილია. გარდა ამისა, ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ეწევიან გარკვეულ ტრანზაქციას ან საქმიანობას სანქცირებულ სუბიექტებთან და ფიზიკურ პირებთან, შეიძლება დაექვემდებარონ სანქციებს ან დაექვემდებარონ სააღსრულებო მოქმედებას.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/01/287684356_46:0:2777:2048_1920x0_80_0_0_df4d6aa149abf53dbd77a95595d2df15.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა
საქართველო, აშშ , პოლიტიკა
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ოთხი მოქალაქის - შსს-ის თანამდებობის პირებისა და მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერების წინააღმდეგ სანქციები დააწესა, ნათქვამია სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საუბარია შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილზე (მეტსახელად „ხარება“), მის მოადგილე მილერი ლაგაზაურზე, ასევე კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეზე.
„ყველა ოთხივე პირის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა აღმასრულებელი ბრძანების, 13818-ის საფუძველზე, რომელიც ეფუძნება გლობალურ მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულების აქტს და მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების ჩამდენი პირების წინაააღმდეგაა მიმართული", - ნათქვამია განცხადებაში.
დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა პირებს, რომლებმაც „საქართველოში შეარყიეს ძირითადი თავისუფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება“. აშშ-მ ხარაზიშვილი და ლაგაზაური დაადანაშაულა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ გამართული მშვიდობიანი აქციების მონაწილე ახალგაზრდა აქტივისტებისა და ოპოზიციის ლიდერების სასტიკი დარბევის კურირებაში.
„ხარაზიშვილი ცნობილია თავისი სადამსჯელო ქმედებებით პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და პირადად იყო ჩართული მომიტინგეთა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში", - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება მორგოშის და მახარაძეს, ისინი, შეერთებული შტატების თქმით, არიან მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მარგინალიზებული თემების მიმართ ძალადობის მწვავე მომხრეები.
2021-2023 წლებში მორგოშია და მახარაძე ეწინააღმდეგებოდნენ უმცირესობების აქციების ჩატარებას, მათ დაარწმუნეს ასობით მხარდამჭერი შეჭრილიყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში და ასევე თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და პოლიციელებს.
აშშ-ის გადაწყვეტილებით, ზემოთ აღნიშნული პირების საკუთრებაში არსებული ყველა ქონება, რომელიც აშშ-ში ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან კონტროლს ქვეშაა, დაბლოკილია. გარდა ამისა, ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ეწევიან გარკვეულ ტრანზაქციას ან საქმიანობას სანქცირებულ სუბიექტებთან და ფიზიკურ პირებთან, შეიძლება დაექვემდებარონ სანქციებს ან დაექვემდებარონ სააღსრულებო მოქმედებას.