https://sputnik-georgia.com/20240915/saubno-saarchevno-komisiebis-wevrta-treningebze-xelis-sheshlis-paqtebi-dapiqsirda-289902989.html
ცესკო: საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებზე ხელის შეშლის ფაქტები დაფიქსირდა
ცესკო: საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებზე ხელის შეშლის ფაქტები დაფიქსირდა
Sputnik საქართველო
ცესკო იმედოვნებს, რომ ტრენინგები არ გახდება ადმინისტრაციის მისამართით დაუსაბუთებელი, ხმამაღალი და დისკრედიტაციული ბრალდებების საგანი. 15.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-15T17:49+0400
2024-09-15T17:49+0400
2024-09-15T18:21+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ცესკო
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/13/249493850_0:317:2992:2000_1920x0_80_0_0_0558e2e71f875a978ac8b51a5e6de9e7.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებზე ხელის შეშლის მცდელობები დაფიქსირდა, იუწყება ცენტრალური საარჩევნო კომისია.ტრენინგის პროგრამის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და კომისიების წევრები იღებენ სპეციალიზებულ ცოდნას, იღრმავებენ კენჭისყრის პროცესების მართვის პრაქტიკულ უნარებს, დეტალურად ეცნობიან ინფორმაციას მათ მიერ განსახორციელებელი საქმიანობებისა და იმ სტანდარტების შესახებ, რომლის ერთგვაროვნად შესრულება არსებითია ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მიწოდების პროცესში.საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს დააკვირდნენ აღნიშნულ ტრენინგებს.პროცესზე დასწრების და დაკვირვების საშუალება აქვთ საოლქო საარჩევნო კომისიებში პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს და ამ შესაძლებლობით ისარგება მათმა დიდმა ნაწილმა. შაბათს დაწყებული ტრენინგების პროცესს აკვირდებიან როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ისე საოლქო საარჩევნო კომისიებში პარტიების მიერ დანიშნული წევრები, აღნიშნულია ცესკოს ინფორმაციაში.როგორც ცესკოში აღნიშნეს, რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გაურკვევლობას, თუმცა, ამ დროისთვის ყველა უფლებამოსილ პირს შესაძლებლობა აქვს დააკვირდეს ტრენინგის მიმდინარეობას.ამასთან, რამდენიმე ინცინდენტი ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაციის მიზნითაც იქნა გამოყენებული.„საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ საარჩევნო პროცესის ადმინისტრირების ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი როგორიც არის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, წარმოჩინდეს როგორც არჩევნების გაყალბების მცდელობა. სრულიად უარგუმენტოდ ამ ბრალდების გაჟღერება კი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ პროცესის დისკრედიტაციას ემსახურება”, - ნათქვამია განცხადებაში.საარჩევნო ადმინისტრაცია გააგრძელებს როგორც საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების, ისე საკუთარი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო აქტივობებს და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული პროცესი ყველა ჩართული მხარის მიერ იქნება ხელშეწყობილი და არ გახდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უსაფუძვლო, ხმაურიანი და დისკრედიტაციული ბრალდებების საგანი.ცესკოში ასევე აღნიშნეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ სულ ცოტა ხნის წინ პარტიებს და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შესთავაზა ტრენინგი, თუმცა, სამწუხაროდ, უმრავლესობამ არ გამოიყენა შესაძლებლობა მიეღო კომპეტენტური და ამომწურავი ინფორმაცია საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.საპარლამენტო არჩევნები -2024საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/13/249493850_162:0:2829:2000_1920x0_80_0_0_f58f9984b0f1d8d4cc6f205d3fbe4f39.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ცესკო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ცესკო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები
ცესკო: საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებზე ხელის შეშლის ფაქტები დაფიქსირდა
17:49 15.09.2024 (განახლებულია: 18:21 15.09.2024) ცესკო იმედოვნებს, რომ ტრენინგები არ გახდება ადმინისტრაციის მისამართით დაუსაბუთებელი, ხმამაღალი და დისკრედიტაციული ბრალდებების საგანი.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებზე ხელის შეშლის მცდელობები დაფიქსირდა, იუწყება ცენტრალური საარჩევნო კომისია.
ტრენინგის პროგრამის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და კომისიების წევრები იღებენ სპეციალიზებულ ცოდნას, იღრმავებენ კენჭისყრის პროცესების მართვის პრაქტიკულ უნარებს, დეტალურად ეცნობიან ინფორმაციას მათ მიერ განსახორციელებელი საქმიანობებისა და იმ სტანდარტების შესახებ, რომლის ერთგვაროვნად შესრულება არსებითია ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მიწოდების პროცესში.
„სამწუხაროდ, აღნიშნულ პროცესში, რომელიც სრულად ორიენტირებულია საარჩევნო ადმინისტრატორების პროფესიული უნარების განმტკიცების ხელშეწყობაზე და კენჭისყრის პროცედურების შესახებ ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, ჩართული მხარეების ნაწილის მხრიდან დაფიქსირდა ხელის შეშლის მცდელობები”, -ნათქვამია ინფორმაციაში.
საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს დააკვირდნენ აღნიშნულ ტრენინგებს.
პროცესზე დასწრების და დაკვირვების საშუალება აქვთ საოლქო საარჩევნო კომისიებში პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს და ამ შესაძლებლობით ისარგება მათმა დიდმა ნაწილმა. შაბათს დაწყებული ტრენინგების პროცესს აკვირდებიან როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ისე საოლქო საარჩევნო კომისიებში პარტიების მიერ დანიშნული წევრები, აღნიშნულია ცესკოს ინფორმაციაში.
როგორც ცესკოში აღნიშნეს, რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გაურკვევლობას, თუმცა, ამ დროისთვის ყველა უფლებამოსილ პირს შესაძლებლობა აქვს დააკვირდეს ტრენინგის მიმდინარეობას.
„სამწუხაროა, რომ ზოგიერთი არაუფლებამოსილი პირი შეეცადა საკითხი წარმოეჩინა იმდაგვარად, თითქოს მათ არ მიეცათ პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან მათ არა საარჩევნო ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელი, არამედ უბრალოდ კანონი არ აძლევთ პროცესზე დასწრების უფლებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, რამდენიმე ინცინდენტი ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაციის მიზნითაც იქნა გამოყენებული.
„საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ საარჩევნო პროცესის ადმინისტრირების ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი როგორიც არის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, წარმოჩინდეს როგორც არჩევნების გაყალბების მცდელობა. სრულიად უარგუმენტოდ ამ ბრალდების გაჟღერება კი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ პროცესის დისკრედიტაციას ემსახურება”, - ნათქვამია განცხადებაში.
საარჩევნო ადმინისტრაცია გააგრძელებს როგორც საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების, ისე საკუთარი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო აქტივობებს და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული პროცესი ყველა ჩართული მხარის მიერ იქნება ხელშეწყობილი და არ გახდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უსაფუძვლო, ხმაურიანი და დისკრედიტაციული ბრალდებების საგანი.
ცესკოში ასევე აღნიშნეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ სულ ცოტა ხნის წინ პარტიებს და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შესთავაზა ტრენინგი, თუმცა, სამწუხაროდ, უმრავლესობამ არ გამოიყენა შესაძლებლობა მიეღო კომპეტენტური და ამომწურავი ინფორმაცია საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
საპარლამენტო არჩევნები -2024
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.