https://sputnik-georgia.com/20240915/giorgi-chakvetadzis-travma-seriozuli-araa-289899835.html
„უოტფორდის“ მწვრთნელი: გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არაა
„უოტფორდის“ მწვრთნელი: გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არაა
Sputnik საქართველო
ტრავმის მიღებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა თავი შესანიშნავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 15.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-15T11:43+0400
2024-09-15T11:43+0400
2024-09-15T11:43+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1d/250487983_0:0:1075:605_1920x0_80_0_0_e0a57e2eb0c2edbf9c2d2aef52dcc965.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ინგლისური „უოტფორდის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის საფეხბურთო ლიგის მეხუთე ტურის ფარგლებში „ქოვენთრისთან" გამართული მატჩიდან საკაცით გაიყვანეს.ჩაკვეტაძემ ცვლილება მატჩის 80-ე წუთზე მოითხოვა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. იძულებით შეცვლამდე ქართველმა საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემის შემდეგ დელე-ბაშირმა 67-ე წუთზე მოწინააღმდეგის კარში გოლი გაიტანა.„უოტფორდის“ მწვრთნელის ტომ კლევერლის განცხადებით, ჩაკვეტაძეს მოედნის დატოვება ტრავმის გამო მოუხდა. მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელის დაზიანება, სავარაუდოდ, საშიში არაა, მას მხოლოდ ზურგის სპაზმი ჰქონდა.სოციალურ ქსელში ჩაკვეტაძის ფოტო გაავრცელა „უოტფორდის“ ერთ-ერთმა ქომაგმა, რომელშიც ჩანს, რომ ფეხბურთელი სტადიონს საკუთარი ფეხით ტოვებს.ინგლისის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში დაბრუნებამდე ჩაკვეტაძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში უეფას ერთა ლიგაზე ორი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. 7 სექტემბერს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში მან გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა. შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.სამი დღის შემდეგ, ალბანეთთან გასვლით მატჩში, ჩაკვეტაძემ გოლის გატანა ვერ მოახერხა, თუმცა, ფეხბურთელი შეძლებისდაგვარად დაეხმარა გუნდს და დაცვაზე მუშაობდა. საქართველოს ნაკრებმა ეს მატჩიც (1:0) ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილის გოლის წყალობით მოიგო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1d/250487983_15:0:996:736_1920x0_80_0_0_aeadc650be4c9996699d30f9dcfa0faf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
„უოტფორდის“ მწვრთნელი: გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არაა
ტრავმის მიღებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა თავი შესანიშნავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ინგლისური „უოტფორდის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის საფეხბურთო ლიგის მეხუთე ტურის ფარგლებში „ქოვენთრისთან" გამართული მატჩიდან საკაცით გაიყვანეს.
ჩაკვეტაძემ ცვლილება მატჩის 80-ე წუთზე მოითხოვა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. იძულებით შეცვლამდე ქართველმა საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემის შემდეგ დელე-ბაშირმა 67-ე წუთზე მოწინააღმდეგის კარში გოლი გაიტანა.
„უოტფორდის“ მწვრთნელის ტომ კლევერლის განცხადებით, ჩაკვეტაძეს მოედნის დატოვება ტრავმის გამო მოუხდა. მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელის დაზიანება, სავარაუდოდ, საშიში არაა, მას მხოლოდ ზურგის სპაზმი ჰქონდა.
სოციალურ ქსელში ჩაკვეტაძის ფოტო გაავრცელა „უოტფორდის“ ერთ-ერთმა ქომაგმა, რომელშიც ჩანს, რომ ფეხბურთელი სტადიონს საკუთარი ფეხით ტოვებს.
ინგლისის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში დაბრუნებამდე ჩაკვეტაძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში უეფას ერთა ლიგაზე ორი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. 7 სექტემბერს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში მან გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა. შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.
სამი დღის შემდეგ, ალბანეთთან გასვლით მატჩში, ჩაკვეტაძემ გოლის გატანა ვერ მოახერხა, თუმცა, ფეხბურთელი შეძლებისდაგვარად დაეხმარა გუნდს და დაცვაზე მუშაობდა. საქართველოს ნაკრებმა ეს მატჩიც (1:0) ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილის გოლის წყალობით მოიგო.