ცესკო მოქალაქეებს ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმებისკენ მოუწოდებს

© Courtesy of CEC of Georgiaარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2024
გამოწერა
მონაცემების შეცვლის ბოლო ვადაა 8 ოქტომბერი
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს მოქალაქეებს, გადაამოწმონ საკუთარი თავი ამომრჩეველთა სიებში და დააზუსტონ უბანი, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მისცემენ ხმას.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო.
„საარჩევნო რეფორმის ფარგლებში საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობის ზედა ზღვრის ზრდის გამო, გამსხვილდა ზოგიერთი საარჩევნო უბანი. შესაბამისად, ამომრჩეველთა ნაწილს ამ არჩევნებზე ხმის მიცემა გასულ არჩევნებისგან განსხვავებულ ლოკაციაზე მოუწევთ. ამიტომ მნიშვნელოვანია ამომრჩევლებმა დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და წინასწარ იცოდნენ სად არის მათი საარჩევნო უბანი", - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა.
ამომრჩეველთა სიაში საკუთარი თავის შემოწმება საკმაოდ მარტივია - დაინტერესებული პირი უნდა შევიდეს ცესკოს ვებგვერდზე და შეიყვანოს თავისი პირადი ნომერი და გვარი.
ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმება ასევე შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატისა და მობილური ტელეფონისა და პლანშეტისთვის შექმნილი სპეციალური აპლიკაციის Voters Georgia – Cesko გამოყენებით, სადაც დაინტერესებულმა პირმა ასევე უნდა შეიყვანოს პირადი ნომერი და გვარი.
ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მონაცემთა სიაში საკუთარი თავი გადაამოწმონ სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე.
თუ ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი რეგისტრაციის ადგილისგან განსხვავდება, ამომრჩეველს შეუძლია დაუკავშირდეს იუსტიციის სახლს ხმის მიცემის ადგილის შესაცვლელად. მონაცემების შეცვლის ბოლო ვადა 8 ოქტომბერია.
რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეები ხმის მიცემას შეძლებენ ბოლო რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო რეგისტრაციის არმქონე პირები უნდა დარეგისტრირდნენ ფაქტობრივი საცხოვრებელ ადგილის მიხედვით.
საპარლამენტო არჩევნები -2024
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ყველა ახალი ამბავი
0