https://sputnik-georgia.com/20240914/ra-kavsiri-aqvs-givi-miqanazes-cixis-buntis-sastik-caxsobastan-deputatis-ganmarteba-289885703.html
რა კავშირი აქვს გივი მიქანაძეს ციხის ბუნტის სასტიკ ჩახშობასთან - დეპუტატის განმარტება
რა კავშირი აქვს გივი მიქანაძეს ციხის ბუნტის სასტიკ ჩახშობასთან - დეპუტატის განმარტება
Sputnik საქართველო
2006 წლის 27 მარტს მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი ბუნტის დროს სპეცრაზმმა 7 პატიმარი მოკლა და 22 დაჭრა 14.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-14T10:55+0400
2024-09-14T10:55+0400
2024-09-14T10:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/10/289021777_0:0:881:495_1920x0_80_0_0_722c3b16f8ccb4859bfa299026d83a64.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ აბსურდული უწოდა ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის მტკიცებას, თითქოს 2006 წელს, „ციხის ბუნტის“ სასტიკი ჩახშობის დროს მას, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, გადაწყვეტილებების მიღება შეეძლო.2006 წლის 27 მარტს მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი ბუნტის დროს სპეცრაზმმა 7 პატიმარი მოკლა და 22 დაჭრა. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ ბუნტი პატიმრების ცემით იყო პროვოცირებული. ის, რომ იმ დროს პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობა სისტემურ ხასიათს ატარებდა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით დადასტურდა.მიქანაძემ აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა 2005-2008 წლებში, მანამ სანამ სამინისტროს სათავეში ზურაბ ადეიშვილი ჩაუდგებოდა.ადეიშვილი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მას ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენები დაუსწრებლად გამოუტანეს.ამასთან მიქანაძემ დასძინა, რომ მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან, თუმცაღა თვლის, რომ ოპოზიციონერის მიერ გაჟღერებული ბრალდებები აბსურდია.„იმდენად დისკრედიტირებული არიან, იმდენად არაფერი აქვთ სათქმელი საზოგადოებისთვის, რომ ცდილობენ, რაღაც აბსურდული თეორიების შექმნას და ამით საზოგადოების მოტყუებას. მე მზად ვარ სამართალდამცავ ორგანოებთან ვითანამშრომლო, აბსოლუტურად პასუხისმგებელი ვარ ნებისმიერი ჩემს გადაწყვეტილებაზე და ნაბიჯზე“, - განაცხადა მიქანაძემ.თავად გოგიჩაიშვილს კი დეპუტატმა ჭორიკანა და მოღალატის თანამოაზრე უწოდა.გოგიჩაიშვილი არის გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი, თავად გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 2021 წელს დანარჩენ ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო გადადგა და ოპოზიციაში წავიდა.განცხადება მიქანაძის „ციხის ბუნტთან“ შესაძლო კავშირის შესახებ გოგიჩაიშვილმა 12 სექტემბერს გააკეთა.მისი თქმით, სრულიად ლეგიტიმურია ვარაუდი, რომ მიქანაძე ციხის მოვლენების კურსში იყო და გადაწყვეტილებებს მასთან ათანხმებდნენ. ამასთან დაკავშირებით მან მოუწოდა პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება „მიხეილ სააკაშვილის ციხეების ყოფილი კურატორის“ წინააღმდეგ.ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეში ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებს>>გოგიჩაიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ გააგრძელებს მოსახლეობის ინფორმირებას „ქართული ოცნების“ წევრების შესაძლო დანაშაულებების შესახებ, რომლებიც თავის დროზე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს ემსახურებოდნენ, ახლა კი ყოფილი მმართველი პარტიის დასჯის კამპანიაში მონაწილეობენ.ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს, „ციხის ბუნტის“ საქმე გახსნილად გამოცხადდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბაჩო ახალაია პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნეს და გამოცხადებული მასობრივი ამნისტიის გათვალისწინებით 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.იგივე სასჯელი კიდევ სამმა პირს მიესაჯა, მათ შორის სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/10/289021777_48:0:715:500_1920x0_80_0_0_bd27d095df44198feec81b878556725b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
რა კავშირი აქვს გივი მიქანაძეს ციხის ბუნტის სასტიკ ჩახშობასთან - დეპუტატის განმარტება
2006 წლის 27 მარტს მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი ბუნტის დროს სპეცრაზმმა 7 პატიმარი მოკლა და 22 დაჭრა
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ აბსურდული უწოდა ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის მტკიცებას, თითქოს 2006 წელს, „ციხის ბუნტის“ სასტიკი ჩახშობის დროს მას, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, გადაწყვეტილებების მიღება შეეძლო.
2006 წლის 27 მარტს მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი ბუნტის დროს სპეცრაზმმა 7 პატიმარი მოკლა და 22 დაჭრა. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ ბუნტი პატიმრების ცემით იყო პროვოცირებული. ის, რომ იმ დროს პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობა სისტემურ ხასიათს ატარებდა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით დადასტურდა.
„რაც შეეხება ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნტთან დაკავშირებით თურმე მე ვიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს, აბსურდულია, მარტო იმიტომ, რომ ბუნტის დაწყების დღეს, ელემენტარულად მე ვიყავი მივლინებაში და ამის შესახებ არსებობს მინისტრის მიერ ოფიციალურად გამოცემული ბრძანება“, - განაცხადა მიქანაძემ.
მიქანაძემ აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა 2005-2008 წლებში, მანამ სანამ სამინისტროს სათავეში ზურაბ ადეიშვილი ჩაუდგებოდა.
ადეიშვილი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მას ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენები დაუსწრებლად გამოუტანეს.
ამასთან მიქანაძემ დასძინა, რომ მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან, თუმცაღა თვლის, რომ ოპოზიციონერის მიერ გაჟღერებული ბრალდებები აბსურდია.
„იმდენად დისკრედიტირებული არიან, იმდენად არაფერი აქვთ სათქმელი საზოგადოებისთვის, რომ ცდილობენ, რაღაც აბსურდული თეორიების შექმნას და ამით საზოგადოების მოტყუებას. მე მზად ვარ სამართალდამცავ ორგანოებთან ვითანამშრომლო, აბსოლუტურად პასუხისმგებელი ვარ ნებისმიერი ჩემს გადაწყვეტილებაზე და ნაბიჯზე“, - განაცხადა მიქანაძემ.
თავად გოგიჩაიშვილს კი დეპუტატმა ჭორიკანა და მოღალატის თანამოაზრე უწოდა.
„აბსოლუტურად არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან, კომენტარი გავაკეთო ჭორიკანა პოლიტიკოსებზე, რომლებიც მოღალატე გახარიას მიეკედლნენ და ცდილობენ სრულიად აბსურდული ინფორმაციის გავრცელებას“, - განაცხადა მიქანაძემ.
გოგიჩაიშვილი არის გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი, თავად გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 2021 წელს დანარჩენ ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო გადადგა და ოპოზიციაში წავიდა.
განცხადება მიქანაძის „ციხის ბუნტთან“ შესაძლო კავშირის შესახებ გოგიჩაიშვილმა 12 სექტემბერს გააკეთა.
მისი თქმით, სრულიად ლეგიტიმურია ვარაუდი, რომ მიქანაძე ციხის მოვლენების კურსში იყო და გადაწყვეტილებებს მასთან ათანხმებდნენ. ამასთან დაკავშირებით მან მოუწოდა პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება „მიხეილ სააკაშვილის ციხეების ყოფილი კურატორის“ წინააღმდეგ.
გოგიჩაიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ გააგრძელებს მოსახლეობის ინფორმირებას „ქართული ოცნების“ წევრების შესაძლო დანაშაულებების შესახებ, რომლებიც თავის დროზე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს ემსახურებოდნენ, ახლა კი ყოფილი მმართველი პარტიის დასჯის კამპანიაში მონაწილეობენ.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს, „ციხის ბუნტის“ საქმე გახსნილად გამოცხადდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბაჩო ახალაია პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნეს და გამოცხადებული მასობრივი ამნისტიის გათვალისწინებით 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
იგივე სასჯელი კიდევ სამმა პირს მიესაჯა, მათ შორის სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას.