https://sputnik-georgia.com/20240914/qorwineba-da-ganqorwineba-saqartvelosi-axal-statistika-289896175.html
ქორწინება და განქორწინება საქართველოში: გამოქვეყნდა ახალი სტატისტიკა
ქორწინება და განქორწინება საქართველოში: გამოქვეყნდა ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
1 იანვრიდან 30 ივლისამდე პერიოდში საქართველოში 9924 ქორწინება დარეგისტრირდა 14.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-14T22:42+0400
2024-09-14T22:42+0400
2024-09-14T22:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქსტატი
დემოგრაფია
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/07/283050862_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_e47c4f7a14b4c969327439e6dc9c71e2.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. 2024 წლის პირველ ექვს თვეში რეგისტრირებულ ქორწინებათა რაოდენობით თბილისი ლიდერობს, ასეთ მონაცემებს აქვეყნებს „საქსტატი“.1 იანვრიდან 30 ივლისამდე პერიოდში საქართველოში 9924 ქორწინება დარეგისტრირდა, საიდანაც 2935 - თბილისში.რეგიონებიდან ლიდერობს იმერეთი, სადაც ექვს თვეში 1522 ქორწინება დარეგისტრირდა. მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი, სადაც 1205 ქორწინება შედგა ამ პერიოდში, მესამეზე კი აჭარაა - 1002.ყველაზე ნაკლები ქორწინება რეგისტრირებულია რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში - სულ 83.რაც შეეხება განქორწინებებს, აქაც თბილისი ლიდერობს, დედაქალაქში დარეგისტრირდა იანვარ-ივლისში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული ყველა განქორწინებების მესამედი.ექვს თვეში დაფიქსირდა 6859 განქორწინება, საიდანაც 2298 - თბილისშია.რეგიონებში ამ კუთხითაც იმერეთი ლიდერობს - 1091 განქორწინება, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 834 და ქვემო ქართლი - 676. ყველაზე ცოტა განქორწინება გაფორმდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში (59).საქართველოში ქორწინების რეგისტრაცია ორი ტიპისაა - ცერემონიით და ცერემონიის გარეშე. იუსტიციის სახლში ქორწინების რეგისტრაცია უფასოა როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/07/283050862_191:0:2922:2048_1920x0_80_0_0_556cbe47553fe1770575632e4c14b806.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, დემოგრაფია, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, დემოგრაფია, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ქორწინება და განქორწინება საქართველოში: გამოქვეყნდა ახალი სტატისტიკა
1 იანვრიდან 30 ივლისამდე პერიოდში საქართველოში 9924 ქორწინება დარეგისტრირდა
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. 2024 წლის პირველ ექვს თვეში რეგისტრირებულ ქორწინებათა რაოდენობით თბილისი ლიდერობს, ასეთ მონაცემებს აქვეყნებს „საქსტატი“.
1 იანვრიდან 30 ივლისამდე პერიოდში საქართველოში 9924 ქორწინება დარეგისტრირდა, საიდანაც 2935 - თბილისში.
რეგიონებიდან ლიდერობს იმერეთი, სადაც ექვს თვეში 1522 ქორწინება დარეგისტრირდა. მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი, სადაც 1205 ქორწინება შედგა ამ პერიოდში, მესამეზე კი აჭარაა - 1002.
ყველაზე ნაკლები ქორწინება რეგისტრირებულია რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში - სულ 83.
რაც შეეხება განქორწინებებს, აქაც თბილისი ლიდერობს, დედაქალაქში დარეგისტრირდა იანვარ-ივლისში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული ყველა განქორწინებების მესამედი.
ექვს თვეში დაფიქსირდა 6859 განქორწინება, საიდანაც 2298 - თბილისშია.
რეგიონებში ამ კუთხითაც იმერეთი ლიდერობს - 1091 განქორწინება, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 834 და ქვემო ქართლი - 676. ყველაზე ცოტა განქორწინება გაფორმდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში (59).
საქართველოში ქორწინების რეგისტრაცია ორი ტიპისაა - ცერემონიით და ცერემონიის გარეშე. იუსტიციის სახლში ქორწინების რეგისტრაცია უფასოა როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის.