https://sputnik-georgia.com/20240913/rogor-gaizarda-sapensio-aqtivebi-saqartvelosi-bolo-monacemebi-289878633.html
როგორ გაიზარდა საპენსიო აქტივები საქართველოში - ბოლო მონაცემები
როგორ გაიზარდა საპენსიო აქტივები საქართველოში - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში დაახლოებით 1,5 მლნ ადამიანია ჩართული. 13.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-13T16:22+0400
2024-09-13T16:22+0400
2024-09-13T16:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
საპენსიო სააგენტო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/13/287431017_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_05f0c4cbb85670eeaf09b9791d960152.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში საპენსიო აქტივების ღირებულებამ 31 აგვისტოს მდგომარეობით 5,5 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1 მილიონ 548 ათასი ადამიანია ჩართული. აქედან 12.516-მა ადამიანმა უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით, მათზე გაცემულმა თანხამ კი 45,9 მლნ ლარი შეადგინა.დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/13/287431017_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_c800ec42fbae8048b576caa90caf2d31.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საპენსიო სააგენტო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საპენსიო სააგენტო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
როგორ გაიზარდა საპენსიო აქტივები საქართველოში - ბოლო მონაცემები
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში დაახლოებით 1,5 მლნ ადამიანია ჩართული.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში საპენსიო აქტივების ღირებულებამ 31 აგვისტოს მდგომარეობით 5,5 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1 მილიონ 548 ათასი ადამიანია ჩართული. აქედან 12.516-მა ადამიანმა უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით, მათზე გაცემულმა თანხამ კი 45,9 მლნ ლარი შეადგინა.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.