https://sputnik-georgia.com/20240913/ramdenma-mevenaxem-daabinava-yurzeni-kaxetsi-bolo-informacia-289884098.html
რამდენმა მევენახემ დააბინავა ყურძენი კახეთში: ბოლო ინფორმაცია
რამდენმა მევენახემ დააბინავა ყურძენი კახეთში: ბოლო ინფორმაცია
Sputnik საქართველო
ამ ეტაპისთვის მოსავალი უკვე 6500-მდე მევენახე ფერმერმა დააბინავა. 13.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-13T19:38+0400
2024-09-13T19:38+0400
2024-09-13T19:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23738/69/237386932_0:104:2048:1256_1920x0_80_0_0_24bc56015ff232b41707ae22e4587b86.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. 12 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 78 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან 35 ათას ტონამდე რქაწითელი, 34 ათას ტონამდე საფერავი, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.რთველი სხვადასხვა აქტიურობით კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 10 ათას ტონას გადააჭარბა, რაც ნიშნავს რომ რთველი აქტიურ ფაზაშია.ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავების პროცესში 80-მდე კომპანია და მარანია ჩართული.ამ ეტაპისთვის მოსავალი უკვე 6500-მდე მევენახე ფერმერმა დააბინავა.2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია 420 ღვინის საწარმო, რომელთა ნაწილი უკვე ჩართულია ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში, ნაწილი მომდევნო დღეებში ჩაერთვება.მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველი სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. სუბსიდია 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას, ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში არანაკლებ 1.00 ლარს გადაიხდის.გარდა ამისა, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ იწყებს მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძნის 1,50 ლარად მიღებას. ამასთან ერთად, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე 1,50 ლარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501) 24 საათიანი რეჟიმში მუშაობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23738/69/237386932_118:0:1931:1360_1920x0_80_0_0_35f3101017358efea04f0252f8e15e50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო
რამდენმა მევენახემ დააბინავა ყურძენი კახეთში: ბოლო ინფორმაცია
ამ ეტაპისთვის მოსავალი უკვე 6500-მდე მევენახე ფერმერმა დააბინავა.
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. 12 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 78 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან 35 ათას ტონამდე რქაწითელი, 34 ათას ტონამდე საფერავი, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
რთველი სხვადასხვა აქტიურობით კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 10 ათას ტონას გადააჭარბა, რაც ნიშნავს რომ რთველი აქტიურ ფაზაშია.
ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავების პროცესში 80-მდე კომპანია და მარანია ჩართული.
ამ ეტაპისთვის მოსავალი უკვე 6500-მდე მევენახე ფერმერმა დააბინავა.
2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია 420 ღვინის საწარმო, რომელთა ნაწილი უკვე ჩართულია ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში, ნაწილი მომდევნო დღეებში ჩაერთვება.
მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველი სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. სუბსიდია 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას, ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში არანაკლებ 1.00 ლარს გადაიხდის.
გარდა ამისა, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ იწყებს მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძნის 1,50 ლარად მიღებას. ამასთან ერთად, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე 1,50 ლარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.
ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501) 24 საათიანი რეჟიმში მუშაობს.