https://sputnik-georgia.com/20240913/piriqita-da-piraqeta-xevsuretis-damakavsirebeli-gzis-gayvanis-samusaoebi-grzeldeba-289875029.html
პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი გზის გაყვანის სამუშაოები გრძელდება
პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი გზის გაყვანის სამუშაოები გრძელდება
Sputnik საქართველო
ახალი საავტომობილო გზა გრუნტიანი იქნება, სადაც ჩატარდება საგზაო უსაფრთხოებისთვის საჭირო სამუშაოებიც. 13.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-13T14:10+0400
2024-09-13T14:10+0400
2024-09-13T14:10+0400
ახალი ამბები
საქართველოს რეგიონები
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ვითარება გზებზე
ფშავ-ხევსურეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0a/270305486_0:256:2730:1792_1920x0_80_0_0_4095c7c24a4ef05a9e5661c2461954d9.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. ხევსურეთში, ბარისახო-როშკა-არხოტი-ამღა-ჭიმღას შიდასახელმწიფოებრივ გზაზე უმნიშვნელოვანესი პროექტი მიმდინარეობს, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ხევსურეთის სოფლებთან მისასვლელი გზის გაყვანის სამუშაოების გაცნობის შემდეგ.კერძოდ, უკვე დასრულებულია 36 კმ-იანი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის გაჭრა-რეაბილიტაცია. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს გზის 6 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია და 18 კმ-იანი ახალი გზის გაჭრა.მინისტრის განცხადებით, გათვალისწინებულია გრუნტის საფარიანი გზის მოწყობა, მაგრამ გზა ფართოვდება ისე, რომ მასზე გადაადგილება არა მხოლოდ კომფორტული, არამედ უსაფრთხოც იყოს.საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ჟინვალი-ბარისახო-შატილის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 58-ე კილომეტრიდან ხევსურეთის სოფელ როშკამდე 6 კმ-იან მონაკვეთზე, არხოტის უღელტეხილის გავლით სოფელ ამღამდე და სოფელი ახიელიდან სოფელ ჭიმღამდე 18 კმ-იან მონაკვეთზე საავტომობილო გზის გაჭრის სამუშაოები მიმდინარეობს. სოფლებთან მისასვლელი საავტომობილო გზა აქამდე არ არსებობდა.პროექტის ფარგლებში, ჯამში, გაიჭრება და განაცხლდება 36 კმ-მდე საავტომობილო გზა, საიდანაც 28 კმ სრულიად ახალი გზა იჭრება. 11 კმ-იანი საავტომობილო გზის გაჭრის სამუშაოები გასულ წელს დასრულდა. მიმდინარე წელს გზა გაიჭრება სოფელ ამღამდე, ხოლო სრულად პროექტი 2025 წელს დასრულდება. მოცემულ ეტაპზე, მიმდინარეობს მიწის მოჭრის, გზის ნიშნულებზე მოყვანის, ხელოვნური ნაგებობების – სახიდე გადასასვლელებისა და მილხიდების მოწყობის სამუშაოები.პროექტს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 26 მლნ ლარით ფინანსდება.
ფშავ-ხევსურეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0a/270305486_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_d970a04c73b61b227c5a5f3080669529.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ვითარება გზებზე, ფშავ-ხევსურეთი
ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ვითარება გზებზე, ფშავ-ხევსურეთი
პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი გზის გაყვანის სამუშაოები გრძელდება
ახალი საავტომობილო გზა გრუნტიანი იქნება, სადაც ჩატარდება საგზაო უსაფრთხოებისთვის საჭირო სამუშაოებიც.
თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. ხევსურეთში, ბარისახო-როშკა-არხოტი-ამღა-ჭიმღას შიდასახელმწიფოებრივ გზაზე უმნიშვნელოვანესი პროექტი მიმდინარეობს, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ხევსურეთის სოფლებთან მისასვლელი გზის გაყვანის სამუშაოების გაცნობის შემდეგ.
კერძოდ, უკვე დასრულებულია 36 კმ-იანი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის გაჭრა-რეაბილიტაცია. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს გზის 6 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია და 18 კმ-იანი ახალი გზის გაჭრა.
მინისტრის განცხადებით, გათვალისწინებულია გრუნტის საფარიანი გზის მოწყობა, მაგრამ გზა ფართოვდება ისე, რომ მასზე გადაადგილება არა მხოლოდ კომფორტული, არამედ უსაფრთხოც იყოს.
„დასრულებულია ორი ხიდის მშენებლობა და გრძელდება სამი ხიდის მოწყობის სამუშაოები. პროექტი მომავალ წელს დასრულდება, რაც უმნიშვნელოვანესია რეგიონისთვის. მომატებულია ტურისტული ნაკადები და შესაბამისად, გაუმჯობესებული გზა და სხვა მიმდინარე პროექტები ერთობლიობაში უფრო საინტერესოს გახდის ხევსურეთში სტუმრობას“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ჟინვალი-ბარისახო-შატილის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 58-ე კილომეტრიდან ხევსურეთის სოფელ როშკამდე 6 კმ-იან მონაკვეთზე, არხოტის უღელტეხილის გავლით სოფელ ამღამდე და სოფელი ახიელიდან სოფელ ჭიმღამდე 18 კმ-იან მონაკვეთზე საავტომობილო გზის გაჭრის სამუშაოები მიმდინარეობს. სოფლებთან მისასვლელი საავტომობილო გზა აქამდე არ არსებობდა.
პროექტის ფარგლებში, ჯამში, გაიჭრება და განაცხლდება 36 კმ-მდე საავტომობილო გზა, საიდანაც 28 კმ სრულიად ახალი გზა იჭრება. 11 კმ-იანი საავტომობილო გზის გაჭრის სამუშაოები გასულ წელს დასრულდა. მიმდინარე წელს გზა გაიჭრება სოფელ ამღამდე, ხოლო სრულად პროექტი 2025 წელს დასრულდება. მოცემულ ეტაპზე, მიმდინარეობს მიწის მოჭრის, გზის ნიშნულებზე მოყვანის, ხელოვნური ნაგებობების – სახიდე გადასასვლელებისა და მილხიდების მოწყობის სამუშაოები.
პროექტს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 26 მლნ ლარით ფინანსდება.