https://sputnik-georgia.com/20240913/opozicia-winasaarcevno-kampanias-sazrvargaret-awarmoebs-premieri-289882810.html
ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ აწარმოებს - საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ აწარმოებს - საქართველოს პრემიერ-მინისტრი
Sputnik საქართველო
ოპოზიცია სულ ცრუ საარჩევნო დაპირებებს გასცემს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 13.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-13T18:31+0400
2024-09-13T18:31+0400
2024-09-13T18:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286263262_0:113:1600:1014_1920x0_80_0_0_1a531b1b86b210967a9cfe63bf55e8db.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციას არაფერი აქვს სათქმელი თავისი ხალხისთვის არჩევნების წინ, ამიტომ ისინი კამპანიას საზღვარგარეთ აწარმოებენ, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.პარასკევს აშშ-ში გაემგზავრა ოპოზიციური გაერთიანების „კოალიცია ცვლილებებისთვის“ (გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“) ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. „არავის არ ვხვდები, მივდივარ სეიშელებზე“, - განუცხადა პოლიტიკოსმა ჟურნალისტებს აეროპორტში.მისი თქმით, ოპოზიცია ვერაფერს ვერ დაპირდება ხალხს, ხოლო რასაც დაპირდება, ეს აბსოლუტური ტყუილი იქნება.„როცა გაქვს არჩევნები, უნდა ელაპარაკო საკუთარ ხალხს და არა უცხოელ მფარველებს, ეს არის აქსიომა ნებისმიერი არჩევნებისთვის. მათ, რეალურად, არაფერი აქვთ სათქმელი, დაპირებებსაც კი ვერ გასცემენ თუ არ ჩავთვლით აბსოლუტურ სიყალბეს, რაც ვრცელდება ხოლმე, მაგალითად 14 მილიარდი დოლარი, რაც არის ჩვეულებრივი ტყუილი“, - განაცხადა კობახიძემ.„ნაცმოძრაობა“ ბინძური ფორმებით იყენებს ევროკავშირს წინასაარჩევნო ინსტრუმენტად - დეპუტატი>„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ საქართველოს შეეძლო 14 მილიარდ ევროზე წვდომა ჰქონოდა, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის გამო ევროკავშირს რომ არ გაეყინა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი.„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, 14 მილიარდ ევროზე წვდომა გაიხსნება მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ეტაპზე გადავა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის პროცესი განახლდება.„არსად არ არსებობს ეს 14 მილიარდი, ჩვეულებრივი ტყუილის თქმა გადაწყვიტეს და დადეს ეს ტყუილი მაგიდაზე. უბრალოდ, სამარცხვინოა ეს ყველაფერი, თუმცა საზოგადოება იმდენად გამოცდილია, რომ ასეთ ტყუილებს არ იყიდის“, - განაცხადა პრემიერმა.„ქართულ ოცნებაში“ კი განაცხადეს, რომ არც მოლდოვას და არც უკრაინას როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს, რომლებთანაც გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უკვე გაიხსნა, ევროკავშირის ფონდებიდან ქვეყნის განვითარებისთვის 14 მლრდ ევრო არ მიუღიათ.პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია ევროპას ღირებულებით კონტექსტში როდი წარმოაჩენს, მათ ევროპა „სალაროდ“ აქციეს და ამ დროს დაუკლავი დათვის ტყავს ინაწილებენ.საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.ძალთა გადანაწილებასაპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალი პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286263262_406:126:1591:1014_1920x0_80_0_0_0d31c3331615a052a1a019764f3f40ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები
ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ აწარმოებს - საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ოპოზიცია სულ ცრუ საარჩევნო დაპირებებს გასცემს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციას არაფერი აქვს სათქმელი თავისი ხალხისთვის არჩევნების წინ, ამიტომ ისინი კამპანიას საზღვარგარეთ აწარმოებენ, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
პარასკევს აშშ-ში გაემგზავრა ოპოზიციური გაერთიანების „კოალიცია ცვლილებებისთვის“ (გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“) ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. „არავის არ ვხვდები, მივდივარ სეიშელებზე“, - განუცხადა პოლიტიკოსმა ჟურნალისტებს აეროპორტში.
„რეალურად, მთავრობის ოპონენტების დღის წესრიგი არის სწორედ ასეთი, მათ არაფერი აქვთ სათქმელი ხალხის წინაშე და ისინი, სინამდვილეში, კამპანიას აწარმოებენ ქვეყნის გარეთ, რაც, რა თქმა უნდა, დამატებით ხელს შეუწყობს მათ წარუმატებლობას ამ არჩევნებზე“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ოპოზიცია ვერაფერს ვერ დაპირდება ხალხს, ხოლო რასაც დაპირდება, ეს აბსოლუტური ტყუილი იქნება.
„როცა გაქვს არჩევნები, უნდა ელაპარაკო საკუთარ ხალხს და არა უცხოელ მფარველებს, ეს არის აქსიომა ნებისმიერი არჩევნებისთვის. მათ, რეალურად, არაფერი აქვთ სათქმელი, დაპირებებსაც კი ვერ გასცემენ თუ არ ჩავთვლით აბსოლუტურ სიყალბეს, რაც ვრცელდება ხოლმე, მაგალითად 14 მილიარდი დოლარი, რაც არის ჩვეულებრივი ტყუილი“, - განაცხადა კობახიძემ.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ საქართველოს შეეძლო 14 მილიარდ ევროზე წვდომა ჰქონოდა, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის გამო ევროკავშირს რომ არ გაეყინა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, 14 მილიარდ ევროზე წვდომა გაიხსნება მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ეტაპზე გადავა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის პროცესი განახლდება.
„არსად არ არსებობს ეს 14 მილიარდი, ჩვეულებრივი ტყუილის თქმა გადაწყვიტეს და დადეს ეს ტყუილი მაგიდაზე. უბრალოდ, სამარცხვინოა ეს ყველაფერი, თუმცა საზოგადოება იმდენად გამოცდილია, რომ ასეთ ტყუილებს არ იყიდის“, - განაცხადა პრემიერმა.
„ქართულ ოცნებაში“ კი განაცხადეს, რომ არც მოლდოვას და არც უკრაინას როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს, რომლებთანაც გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უკვე გაიხსნა, ევროკავშირის ფონდებიდან ქვეყნის განვითარებისთვის 14 მლრდ ევრო არ მიუღიათ.
პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია ევროპას ღირებულებით კონტექსტში როდი წარმოაჩენს, მათ ევროპა „სალაროდ“ აქციეს და ამ დროს დაუკლავი დათვის ტყავს ინაწილებენ.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალი პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.