გვაქვს დოკუმენტები: რუსეთის უშიშროების სამსახურმა ბრიტანეთი ანტირუსულ საქმიანობაში ამხილა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2024
გამოწერა
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მიიღო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს ბრიტანეთის მონაწილეობას საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციაში რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების მიზნით, ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.
„ეს დოკუმენტები მიუთითებს იმაზე, რომ დიდ ბრიტანეთში დივერსიული პოლიტიკის განხორციელების მთავარი განყოფილება რუსეთის მიმართულებით (და იმ ქვეყნებში, რომლებიც ადრე სსრკ-ს შემადგენლობაში იყვნენ) არის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატი, რომელიც უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ გადაკეთდა სპეციალურ სამსახურად, რომლის მთავარი ამოცანა ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებაა“, - აღნიშნავს უშიშროების სამსახური.
უწყების განცხადებით, ეს ფაქტები იძლევა იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ ბრიტანელი დიპლომატების საქმიანობა რუსეთისთვის საფრთხის შემცველად განიხილებოდეს.
აქედან გამომდინარე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უშიშროების სამსახურის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, „ბრიტანეთის მრავალრიცხოვანი არამეგობრული ნაბიჯების საპასუხოდ“, აკრედიტაცია შეუწყვიტა ბრიტანეთის საელჩოს ექვს თანამშრომელს, „რომელთა ქმედებებშიც სადაზვერვო-ძირგამომთხრელი მუშაობის ნიშნები აღმოაჩინეს“.
როგორც რუსული მედია წერს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა უშიშროების სამსახური რუსეთში ბრიტანელების ძირგამომთხრელ საქმიანობას ამხელენ. მაგალითად, თებერვალში სპეცსამსახურმა დაადგინა, რომ „ბრიტანული საბჭო“ კიევის სასარგებლოდ ატარებდა დაზვერვას ხერსონის ოლქში, რისთვისაც ბრიტანეთში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს იყენებდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0