https://sputnik-georgia.com/20240913/besarion-xarzianis-mkvlelis-eqstradireba-ganxorcielda-289871533.html
თურქეთიდან საქართველოში ბესარიონ ხარძიანის მკვლელის ექსტრადირება განხორციელდა
თურქეთიდან საქართველოში ბესარიონ ხარძიანის მკვლელის ექსტრადირება განხორციელდა
Sputnik საქართველო
ბოროტმოქმედებმა 2015 წელს შეკვეთილი მკვლელობის მომზადებას ორ თვეზე მეტი მოანდომეს 13.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-13T10:36+0400
2024-09-13T10:36+0400
2024-09-13T10:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24878/94/248789484_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_7b371584f35af0817b329781e6998b47.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულის, ფარიდ გურბანოვის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.გურბანოვი ინტერპოლის ხაზით 2015 წლის 28 აპრილიდან იძებნებოდა.რაც შეეხება მკვლელობის დეტალებს, პროკურატურის მტკიცებით, 2015 წლის 13 იანვარს გურბანოვი, ალექსანდრ დამეტოვის სახელზე შედგენილი უკრაინის ყალბი პასპორტით, თანამზრახველთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა.მათ თბილისში, პეკინის გამზირზე ბინა დაიქირავეს და სისტემატურად აკონტროლებდნენ ხარძიანის მოძრაობის მარშრუტს მკვლელობისთვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად. ასევე შეიძინეს მოპედი, რომლისთვის რეგისტრაცია არ იყო საჭირო.ბოროტმოქმედები გადაადგილდებოდნენ მოტოჩაფხუტით და ორმხრივი ქურთუკით.ბოროტმოქმედები ხარძიანის გადაადგილებას აკვირდებოდნენ და ძალიან ფრთხილობდნენ, სისტემატურად სისტემატიურად იცვლიდნენ ტანისამოსს, ცვლიდნენ გადაადგილებისას მარშრუტის გზებს და საშუალებებს.2015 წლის 28 მარტს, შუადღის საათებში, ბესარიონ ხარძიანი, რომელსაც ფარიდ გურბანოვი უთვალთვალებდა, ქალაქ თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მივიდა. სადარბაზოში შესვლისას მას შეჰყვა ფარიდ გურბანოვი და „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ბესარიონ ხარძიანის მიმართულებით სამი გასროლა, მათ შორის თავის არეში ერთი საკონტროლო გასროლა განახორციელა.ბესარიონ ხარძიანი ადგილზე დაიღუპა.ფარიდ გურბანოვმა და მისმა თანამზრახველმა იმავე დღეს დატოვეს საქართველო სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით.ფარიდ გურბანოვი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტებზე და მისჯილი აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.რაც შეეხება ფარიდ გურბანოვის თანამზრახველს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მას მკვლელობაში დახმარებისთვის მისჯილი აქვს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა და მისი დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გრძელდება.საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გრძელდება გამოძიება ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის შემკვეთის და დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24878/94/248789484_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_5310cb5b7f26a1cf5699027420b4b0b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, გახმაურებული სასამართლო პროცესები
თურქეთიდან საქართველოში ბესარიონ ხარძიანის მკვლელის ექსტრადირება განხორციელდა
ბოროტმოქმედებმა 2015 წელს შეკვეთილი მკვლელობის მომზადებას ორ თვეზე მეტი მოანდომეს
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულის, ფარიდ გურბანოვის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
გურბანოვი ინტერპოლის ხაზით 2015 წლის 28 აპრილიდან იძებნებოდა.
რაც შეეხება მკვლელობის დეტალებს, პროკურატურის მტკიცებით, 2015 წლის 13 იანვარს გურბანოვი, ალექსანდრ დამეტოვის სახელზე შედგენილი უკრაინის ყალბი პასპორტით, თანამზრახველთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა.
მათ თბილისში, პეკინის გამზირზე ბინა დაიქირავეს და სისტემატურად აკონტროლებდნენ ხარძიანის მოძრაობის მარშრუტს მკვლელობისთვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად. ასევე შეიძინეს მოპედი, რომლისთვის რეგისტრაცია არ იყო საჭირო.
ბოროტმოქმედები გადაადგილდებოდნენ მოტოჩაფხუტით და ორმხრივი ქურთუკით.
ბოროტმოქმედები ხარძიანის გადაადგილებას აკვირდებოდნენ და ძალიან ფრთხილობდნენ, სისტემატურად სისტემატიურად იცვლიდნენ ტანისამოსს, ცვლიდნენ გადაადგილებისას მარშრუტის გზებს და საშუალებებს.
2015 წლის 28 მარტს, შუადღის საათებში, ბესარიონ ხარძიანი, რომელსაც ფარიდ გურბანოვი უთვალთვალებდა, ქალაქ თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მივიდა. სადარბაზოში შესვლისას მას შეჰყვა ფარიდ გურბანოვი და „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ბესარიონ ხარძიანის მიმართულებით სამი გასროლა, მათ შორის თავის არეში ერთი საკონტროლო გასროლა განახორციელა.
ბესარიონ ხარძიანი ადგილზე დაიღუპა.
ფარიდ გურბანოვმა და მისმა თანამზრახველმა იმავე დღეს დატოვეს საქართველო სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით.
ფარიდ გურბანოვი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტებზე და მისჯილი აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
რაც შეეხება ფარიდ გურბანოვის თანამზრახველს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მას მკვლელობაში დახმარებისთვის მისჯილი აქვს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა და მისი დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გრძელდება.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გრძელდება გამოძიება ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის შემკვეთის და დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.