თბილისში ორი უცხოური წარმომადგენლობა გაიხსნება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2024
გამოწერა
ორივე შემთხვევაში საქართველოს მთავრობა დათანხმდა საკონსულოს გახსნას, რომელსაც საპატიო კონსული უხელმძღვანელებს.
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა განკარგულებებს თბილისში ბაჰამის კუნძულების და განას საკონსულოების გახსნის შესახებ.
როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, ორივე შემთხვევაში საქართველოს მთავრობა დათანხმდა საკონსულოს გახსნას, რომელსაც საპატიო კონსული უხელმძღვანელებს.
განასთან დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 4 დეკემბერს დამყარდა, მაგრამ ქვეყნებს დღემდე არ აქვთ დიპლომატიური წარმომადგენლობები, მიუხედავად ქვეყნებს შორის აქტიური სავაჭრო ურთიერთობებისა.
2024 წლის შვიდი თვეში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2,7 მილიონი დოლარი შეადგინა, ვაჭრობის ძირითადი წილი ექსპორტმა შეადგინა.
რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს ბაჰამის კუნძულებთან, ის დამყარდა 2013 წლის 13 მაისს. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2024 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით 2,7 ათასი დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0