https://sputnik-georgia.com/20240912/saberznetma-sesazloa-saqartvelosi0gacemuli-martvis-mowmoba-ariaros-289859227.html
საბერძნეთმა შესაძლოა საქართველოში გაცემული მართვის მოწმობა აღიაროს
საბერძნეთმა შესაძლოა საქართველოში გაცემული მართვის მოწმობა აღიაროს
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის შეთანხმების დეტალები არ საჯაროვდება 12.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-12T11:12+0400
2024-09-12T11:12+0400
2024-09-12T11:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საბერძნეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23950/52/239505234_0:119:2000:1244_1920x0_80_0_0_b99fddd29f2f03f0505bcb1e47b2268a.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს და საბერძნეთის მთავრობებს შორის „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. თუმცა, ხელშეკრულების ხელმოწერა ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია ქართული მართვის მოწმობების აღიარებისკენ, იგი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მხარეები დეტალებს შეათანხმებენ.ამ დროისთვის შეთანხმების დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა საქართველომ მსგავსი შეთანხმება მანამდე ესპანეთთან გააფორმა.შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.საქართველოსა და ესპანეთს შორის დადებულ შეთანხმებაში განსაზღვრულია იმ კატეგორიების და კლასების მართვის მოწმობები, რომლებიც შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ გადაცვლას დაექვემდებარება.კერძოდ AM, A1, A2, A, B, B+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი, ხოლო C1, C1+E, C, C+E, D1, D1+E, D და D+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლისათვის, განმცხადებლებს მოუწევთ ჩააბარონ მართვის მოწმობის გამოცდა ზოგადი მოძრაობისთვის განკუთვნილ ღია გზებზე, იმ სატრანსპორტო საშუალების ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, რომელთა მართვაც აღნიშნული მოწმობებით იქნება ნებადართული.
საქართველო
საბერძნეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23950/52/239505234_92:0:1909:1363_1920x0_80_0_0_5347439dbf288033d7e87cf3919d9115.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საბერძნეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საბერძნეთი
საბერძნეთმა შესაძლოა საქართველოში გაცემული მართვის მოწმობა აღიაროს
ამ დროისათვის შეთანხმების დეტალები არ საჯაროვდება
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს და საბერძნეთის მთავრობებს შორის „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“
შესაბამისი
განკარგულება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. თუმცა, ხელშეკრულების ხელმოწერა ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია ქართული მართვის მოწმობების აღიარებისკენ, იგი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მხარეები დეტალებს შეათანხმებენ.
ამ დროისთვის შეთანხმების დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა საქართველომ მსგავსი შეთანხმება მანამდე ესპანეთთან გააფორმა.
შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.
საქართველოსა და ესპანეთს შორის დადებულ შეთანხმებაში განსაზღვრულია იმ კატეგორიების და კლასების მართვის მოწმობები, რომლებიც შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ გადაცვლას დაექვემდებარება.
კერძოდ AM, A1, A2, A, B, B+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი, ხოლო C1, C1+E, C, C+E, D1, D1+E, D და D+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლისათვის, განმცხადებლებს მოუწევთ ჩააბარონ მართვის მოწმობის გამოცდა ზოგადი მოძრაობისთვის განკუთვნილ ღია გზებზე, იმ სატრანსპორტო საშუალების ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, რომელთა მართვაც აღნიშნული მოწმობებით იქნება ნებადართული.