https://sputnik-georgia.com/20240912/mati-saqmea-kobaxize-ukrainis-saqmeta-droebiti-rwmunebulis-gawvevas-gamoexmaura-289867746.html
„მათი საქმეა“: კობახიძე უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევას გამოეხმაურა
„მათი საქმეა“: კობახიძე უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევას გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
პრემიერის თქმით, საქართველოს ელჩს, დასავლეთის ქვეყნების დიპლომატებისგან განსხვავებით, არ დაუტოვებია კიევი კონფლიქტის დაწყების შემდეგ 12.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-12T20:43+0400
2024-09-12T20:43+0400
2024-09-12T20:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
უკრაინა
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/08/281017998_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_374fbfa3e66aff9531835057858ecef1.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის მიხაილო ხარიშინის გაწვევა არ უწყობს ხელს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას - უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილება სამწუხაროა ქართული მხარისთვის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის მიხაილო ხარიშინის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, რის მიზეზადაც კიევის „დიპლომატიის რეალობის სრული გაუგებრობა“ დაასახელა. როგორც მოგვიანებით პრემიერმა განაცხადა, საბაბი სარეცხი მანქანების შეძენა გახდა. ხარიშინი ასრულებდა ელჩის მოვალეობებს, რომელიც 2022 წლის მარტში გაიწვიეს.„ეს არ არის სწორი, ეს ხელს არ უწყობს ურთიერთობების განვითარებას, მაგრამ ეს არის უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებები, რაც ჩვენთვის არის ძალიან სამწუხარო“, - განაცხადა კობახიძემ.მისი თქმით, საქართველოს არ გაუწვევია ელჩი უკრაინიდან და არც უკრაინის ელჩი საქართველოდან - ეს ნაბიჯები უკრაინამ გადადგა.„მეორე ფრონტის“ გახსნისკენ არაერთხელ მოუწოდებდნენ უკრაინის წარმომადგენლები, მათ შორის უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი.ამის შემდეგ, როგორც კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ელჩი ფაქტობრივად „გამოაგდეს ქვეყნიდან“.„ამის შემდეგ, ჩვენი ელჩი უკრაინაში, პრაქტიკულად, გამოაგდეს ქვეყნიდან. ეს არის ის ელჩი, რომელსაც ერთი დღით არ დაუტოვებია უკრაინა ომის დაწყების დღიდან“, - განაცხადა კობახიძემ.პრემიერის თქმით, საქართველოს ელჩისგან განსხვავებით, იყო არაერთი ელჩი, მათ შორის დასავლური ქვეყნების ელჩები, რომლებმაც კონფლიქტის დაწყების პირველივე დღიდან ევაკუაცია გამოაცხადეს.საქართველო ყველა შემთხვევაში რჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ვინაიდან ეს სჭირდება უკრაინელ ხალხს და მეგობარ ქვეყანა უკრაინას, განაცხადა პრემიერმა.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგანაც ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა ასრულებს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.ოპოზიცია მრავალი თვის განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, თითქოს ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა, მაგრამ ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.საქართველო-უკრაინის ურთიერთობები2020 წელს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის გამო საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობა უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. უკრაინული მხარე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებაზე უარის თქმის გამო.საქართველოს მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რათა საკუთარი მდგომარეობა შეიმსუბუქონ. „ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი თანამოაზრეებიც ამისკენ ისწრაფვიან.ურთიერთობების გაუარესების კიდევ ერთი მიზეზი გახდა უკრაინის მიერ საქართველოს ცალკეული მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ დაწესებული სანქციები.პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინამ სანქცირებულთა სიაში შეიყვანა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი, შემდეგ კი – ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი.გარდა ამისა, უკრაინას საქართველოში ელჩი ამ დრომდე არ დაუნიშნავს. ბოლო ელჩმა იგორ დოლგოვმა თანამდებობა 2022 წლის 24 ივნისს დატოვა. საქართველოში უკრაინის დროებით რწმუნებულად ალექსანდრ შულგა დანიშნეს.უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2023 წლის 3 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილს, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში თბილისთან კონსულტაციებისთვის. მან განაცხადა: „ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და დათანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას".
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/08/281017998_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2533a387ca33b4d7fafe83f27595f5b0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
„მათი საქმეა“: კობახიძე უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევას გამოეხმაურა
პრემიერის თქმით, საქართველოს ელჩს, დასავლეთის ქვეყნების დიპლომატებისგან განსხვავებით, არ დაუტოვებია კიევი კონფლიქტის დაწყების შემდეგ
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის მიხაილო ხარიშინის გაწვევა არ უწყობს ხელს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას - უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილება სამწუხაროა ქართული მხარისთვის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის მიხაილო ხარიშინის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, რის მიზეზადაც კიევის „დიპლომატიის რეალობის სრული გაუგებრობა“ დაასახელა. როგორც მოგვიანებით პრემიერმა განაცხადა, საბაბი სარეცხი მანქანების შეძენა გახდა. ხარიშინი ასრულებდა ელჩის მოვალეობებს, რომელიც 2022 წლის მარტში გაიწვიეს.
„ეს არ არის სწორი, ეს ხელს არ უწყობს ურთიერთობების განვითარებას, მაგრამ ეს არის უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებები, რაც ჩვენთვის არის ძალიან სამწუხარო“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს არ გაუწვევია ელჩი უკრაინიდან და არც უკრაინის ელჩი საქართველოდან - ეს ნაბიჯები უკრაინამ გადადგა.
„ეს გააკეთა უკრაინულმა მხარემ, ჯერ საქართველოდან საკუთარი ელჩი გაიწვიეს ორი საბაბით, იმ მიზეზით, რომ არ მივუერთდით სანქციებს, ანუ ჩვენი ეკონომიკის ჩამოქცევაზე იყო საუბარი და მეორე იყო ის, რომ არ გავგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, ანუ საუბარი იყო მეორე ფრონტის გახსნაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
„მეორე ფრონტის“ გახსნისკენ არაერთხელ მოუწოდებდნენ უკრაინის წარმომადგენლები, მათ შორის უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი.
ამის შემდეგ, როგორც კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ელჩი ფაქტობრივად „გამოაგდეს ქვეყნიდან“.
„ამის შემდეგ, ჩვენი ელჩი უკრაინაში, პრაქტიკულად, გამოაგდეს ქვეყნიდან. ეს არის ის ელჩი, რომელსაც ერთი დღით არ დაუტოვებია უკრაინა ომის დაწყების დღიდან“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, საქართველოს ელჩისგან განსხვავებით, იყო არაერთი ელჩი, მათ შორის დასავლური ქვეყნების ელჩები, რომლებმაც კონფლიქტის დაწყების პირველივე დღიდან ევაკუაცია გამოაცხადეს.
„ეს, რა თქმა უნდა, მათი საქმე იყო, ვერავის გავაკრიტიკებ, წავიდნენ კიევიდან. საქართველოს ელჩი ბოლომდე, ყოველდღიურ რეჟიმში რჩებოდა უკრაინაში, კიევში და ესეც კი არ დაუფასეს ამ კაცს, არც ჩვენს ქვეყანას და გამოაგდეს უკრაინიდან, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველო ყველა შემთხვევაში რჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ვინაიდან ეს სჭირდება უკრაინელ ხალხს და მეგობარ ქვეყანა უკრაინას, განაცხადა პრემიერმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგანაც ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა ასრულებს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.
ოპოზიცია მრავალი თვის განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, თითქოს ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა, მაგრამ ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.
საქართველო-უკრაინის ურთიერთობები
2020 წელს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის გამო საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობა უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. უკრაინული მხარე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებაზე უარის თქმის გამო.
საქართველოს მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რათა საკუთარი მდგომარეობა შეიმსუბუქონ. „ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი თანამოაზრეებიც ამისკენ ისწრაფვიან.
ურთიერთობების გაუარესების კიდევ ერთი მიზეზი გახდა უკრაინის მიერ საქართველოს ცალკეული მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ დაწესებული სანქციები.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინამ სანქცირებულთა სიაში შეიყვანა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი, შემდეგ კი – ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი.
გარდა ამისა, უკრაინას საქართველოში ელჩი ამ დრომდე არ დაუნიშნავს. ბოლო ელჩმა იგორ დოლგოვმა თანამდებობა 2022 წლის 24 ივნისს დატოვა. საქართველოში უკრაინის დროებით რწმუნებულად ალექსანდრ შულგა დანიშნეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2023 წლის 3 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილს, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში თბილისთან კონსულტაციებისთვის. მან განაცხადა: „ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და დათანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას".