დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 სექტემბერი

© photo: Sputnik / Stringerმზის ჩასვლა
მზის ჩასვლა  - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 12 სექტემბერია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
შესანიშნავი დღეა შემოქმედების, სამეცნიერო მუშაობისა და ნებისმიერი დამოუკიდებელი პროექტისთვის. სასურველია საქმეების განმარტოებით გაკეთება. თუ ამას ვერ მოახერხებთ, შესაძლებელია კონფლიქტი სხვადასხვა სფეროში, რომელიც დაკავშირებულია უფლებების ცრუ თუ რეალურ დარღვევასთან. ეს რომ არ მოხდეს, თავი უნდა შეიკავოთ მაქსიმალურად.
ვერძი: ეს ის დღეა, როდესაც წარმატებას მოიტანს მარტივი, უბრალო, კონსერვატიული გზები. თუ ექსპერიმენტს მიმართავთ, დიდი ალბათობით, ინანებთ. ცდილობთ მხოლოდ დამაჯერებელი ფაქტებით და ასპროცენტიანი გათვლებით იმოქმედოთ. და ეს სწორიცაა - კონსერვატიული დამოკიდებულება დაგეხმარებათ როგორც საქმეებში, ისე ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებაში.
საჰაერო ბურთები - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2020
ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: დღეს ხშირად გაგიჩნდებათ სურვილი, გარშემომყოფებს რაღაც ურჩიოთ, ისე, თქვენი სურვილით, როცა არავინ გეკითხებათ და გთხოვთ რჩევას. და თუ ვინმემ დახმარებისთვის მოგმართათ, ამას შესანიშნავად გაუმკლავდებით. მაგრამ არის ერთი „მაგრამ" - ასეთ შემთხვევაში ისინი, ვინც დახმარება გთხოვათ, თქვენი კრიტიკისთვის უნდა მოემზადონ - საკმაოდ დაუნდობელი გახდებით.
ტყუპი: არცთუ ხელსაყრელი დღე გელოდებათ, თუმცა ამის მიზეზი არა გარემოებები, არამედ უფრო თქვენ თვითონ იქნებით. რატომღაც ყველაფერზე ღიზიანდებით, სულ უბრალო წვრილმანსაც კი თქვენი მოთმინებიდან გამოყვანა შეუძლია. ამის გამო შესაძლებელია კონფლიქტები ირგვლივ მყოფებთან. სასურველია, დღეს ურთიერთობები მინიმუმამდე დაიყვანოთ და რამე დადებითი აკეთოთ.
კირჩხიბი: დღეს დილიდან შეიძლება ყველაფერი „ხელიდან გაგივარდეთ", იგრძნოთ ძალის გამოფიტვა. ყველაზე ცუდი იქნება, თუ თავს ძალას დაატანთ - სამწუხაროდ, დღეს შრომისთვის არ ხართ განწყობილი და ამას უნდა შეეგუოთ. თუ რამე რთულ საქმეს შეეჭიდებით, არის რისკი, რომ ყველაფერი წყალში ჩაგეყაროთ. იმედი რომ არ გაგიცრუვდეთ, მოდუნდით და დინებას მიყევით.
წარმოსახვა პანიკის შეტევისას - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2020
სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები
ლომი: დელიკატური უნდა იყოთ გარშემომყოფებთან, განსაკუთრებით ახლობელ ადამიანებთან. ხართ მოუთმენელი, გაქვთ კონფლიქტების მოთხოვნილება. თუ თქვენ გეგმებში არ შედის ურთიერთბრალდებები, მაშინ გონივრულ კომპრომისებზე უნდა წახვიდეთ. და თუ არ გინდათ არავის წყენინება, მისდიეთ წესს - მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ.
ქალწული: საჭიროა ზრუნვა გვერდით მყოფ ადამიანებზე. შესაძლოა, საქმე ეხებოდეს სამუშაოს და საჭირო გახდეს თქვენი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, ან დახმარება დასჭირდეს მეგობარს. ეს დახმარება შეიძლება საჭირო იყოს ფულით, სამსახურებრივი მდგომარეობით ან კავშირებით. სპეციალისტები გირჩევენ, დახმარებაზე უარი არ თქვათ - გახსოვდეთ, სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდებათ.
სასწორი: დღეს გარშემომყოფებისგან კრიტიკას ელოდეთ. ეს შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს - ახლობლების ალერსიანი ხუმრობიდან დაწყებული ხელმძღვანელობის მკაცრი უკმაყოფილებით დასრულებული. თქვენი სულ მცირე შეცდომაც კი ირგვლივ მყოფებს თვალში მოხვდებათ, ან თუ შეცდომა არ დაგიშვიათ, რამეს მაინც მოიფიქრებენ. საუკეთესო გამოსავალია, ყველაფერს იუმორით შეხედოთ.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2018
რამდენად ემოციური ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ თქვენგან რაღაც მნიშვნელოვანს მალავენ. შესაძლოა, რამე ინტრიგა მზადდება თქვენ წინააღმდეგ, ვიღაც თქვენს შეფერხებებს გეგმავს და რაღაც „ქსელს" ხლართავს, ჭორებს ავრცელებს თქვენ ზურგს უკან. ამან რომ თქვენს რეპუტაციაზე არ იმოქმედოს, ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ, ნებისმიერ ინფორმაციას დააკვირდეთ, გააანალიზოთ.
მშვილდოსანი: დღეს თქვენში ნამდვილი ბუღალტერი გაიღვიძებს. ნებისმიერი საქმე კარგად გამოგივათ, რომელიც ყურადღებას, მოთმინებასა და პუნქტუალობას მოითხოვს. ამ თვისებების წყალობით მცირე დეტალიც კი არ გამოგეპარებათ, მაგალითად, შეთანხმებაში, რაც არ უნდა წვრილი შრიფტით იყოს დაწერილი. განსაკუთრებით კარგად დაითვლით ფულს - დღეს ხელსაყრელი დღეა ინვესტიციებისთვის, შოპინგისთვის...
თხის რქა: დღეს თქვენთვის ყველა საქმეში პირველ ადგილზე იქნება „მე" - ხართ დარწმუნებული საკუთარ თავში, ბევრ რამეში ეგოისტი. ამის გამო გადაწყვეტილებებს იღებთ ერთპიროვნულად, არ ითვალისწინებთ სხვების მოსაზრებებს. მაგრამ ერთი კია - ეს გადაწყვეტილებები გარშემომყოფებზე ზრუნვით არის ნაკარნახევი. თუმცა ირგვლივ მყოფების მხრიდან შესაძლებელია წინააღმდეგობა.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2018
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმატების ძალა
მერწყული: ვარსკვლავები გირჩევენ, ახლობლებს მეტი ყურადღება დაუთმოთ. შესაძლოა, დიდი ხანია აღარ გილაპარაკიათ საყვარელ ადამიანთან, იქნებ თქვენ შორის პრეტენზიები დაგროვდა. ამ ყველაფრის გამოსასწორებლად არაა აუცილებელი, რომ ურთიერთობები გამოარკვიოთ. უბრალოდ, დრო გაატარეთ ამ ადამიანთან სასიამოვნო გარემოში და თქვენი ურთიერთობები ჰარმონიული გახდება.
თევზები: დღეს თქვენში რეალიზმის ნატამალი არ იჭაჭანებს - მზად ხართ, საოცრებები ირწმუნოთ. შესაძლოა, რაღაც მოვლენას წააწყდეთ, რომლის ჩატევა მატერიალურ ჩარჩოებში ვერ შეძლოთ... არც ისაა გამორიცხული, რომ თქვენსა და სიმპათიურ „ვიღაცას" შორის სიყვარულის ნაპერწკალმა გაირბინოს. და რატომაც არა? სიყვარულიც ხომ საოცრებაა, რომელიც მეცნიერებას ჯერაც ვერ ამოუხსნია.
ყველა ახალი ამბავი
0