https://sputnik-georgia.com/20240912/---------289866439.html
ლილოში ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს განაჩენი გამოუტანეს
ლილოში ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს განაჩენი გამოუტანეს
Sputnik საქართველო
21 წლის ქეთი ჯავახიშვილი საკუთარ სახლთან ახლოს მოკლეს, ახალგაზრდა ქალს დანით 59 ჭრილობა მისმა მეგობარმა მამაკაცმა მიაყენა 12.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-12T18:51+0400
2024-09-12T18:51+0400
2024-09-12T18:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a493b3542e04184bd210ccefdb4e059d.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.ქეთი ჯავახიშვილი 2024 წლის 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. ახალგაზრდა ქალს 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი მეგობართან არსებული კონფლიქტი გახდა - ახალგაზრდა ქალს დანით სასიკვდილო ჭრილობები მისმა მეგობარმა მამაკაცმა მიაყენა, მკვლელობის შემდეგ კი ცხედარი თხრილში ჩააგდო. ახალგაზრდა გოგოს ცხედარი დასახლებაში მუშებმა იპოვეს. მოკლულს ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული და ძალადობის კვალი ეტყობოდა. იგი მამამ ამოიცნო.პოლიციამ ოთარ ცინდელიანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ის ქალის მოკვლის შემდეგ დასავლეთ საქართველოში ცდილობდა მიმალვას. დაცვის მხარე კი ამბობს, რომ ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა.პროკურატურამ ქალის მკვლელობისთვის ცინდელიანს ბრალი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციით წაუყენა (სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტი). მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.საქმის განხილვა დღეს,12 სექტემბერს დამთავრდა.სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ბრალდებულს დანაშაული გენდერის ნიშნითა და განსაკუთრებული სისასტიკით არ ჩაუდენია, რაც საქმისთვის დამამძიმებელი გარემოება იყო. მოსამართლემ მიიჩნია, რომ დამნაშავემ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული დამამძიმებელ გარემოებაში ჩაიდინა.განაჩენის გამოცხადებამდე ბრალდებულმა მხოლოდ ის თქვა, რომ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.„ვინანიებ... აღარაფერი მაქვს სათქმელი", - თქვა ცინდელიანმა, რომელიც ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობდა.მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ცინდელიანი დამნაშავედ ცნო გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_129:0:1266:853_1920x0_80_0_0_98eabf8c9b0373d36e98e7a7f335e276.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ლილოში ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს განაჩენი გამოუტანეს
21 წლის ქეთი ჯავახიშვილი საკუთარ სახლთან ახლოს მოკლეს, ახალგაზრდა ქალს დანით 59 ჭრილობა მისმა მეგობარმა მამაკაცმა მიაყენა
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
ქეთი ჯავახიშვილი 2024 წლის 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. ახალგაზრდა ქალს 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი მეგობართან არსებული კონფლიქტი გახდა - ახალგაზრდა ქალს დანით სასიკვდილო ჭრილობები მისმა მეგობარმა მამაკაცმა მიაყენა, მკვლელობის შემდეგ კი ცხედარი თხრილში ჩააგდო. ახალგაზრდა გოგოს ცხედარი დასახლებაში მუშებმა იპოვეს. მოკლულს ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული და ძალადობის კვალი ეტყობოდა. იგი მამამ ამოიცნო.
პოლიციამ ოთარ ცინდელიანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ის ქალის მოკვლის შემდეგ დასავლეთ საქართველოში ცდილობდა მიმალვას. დაცვის მხარე კი ამბობს, რომ ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა.
პროკურატურამ ქალის მკვლელობისთვის ცინდელიანს ბრალი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციით წაუყენა (სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტი). მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.
საქმის განხილვა დღეს,12 სექტემბერს დამთავრდა.
სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ბრალდებულს დანაშაული გენდერის ნიშნითა და განსაკუთრებული სისასტიკით არ ჩაუდენია, რაც საქმისთვის დამამძიმებელი გარემოება იყო. მოსამართლემ მიიჩნია, რომ დამნაშავემ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული დამამძიმებელ გარემოებაში ჩაიდინა.
განაჩენის გამოცხადებამდე ბრალდებულმა მხოლოდ ის თქვა, რომ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
„ვინანიებ... აღარაფერი მაქვს სათქმელი", - თქვა ცინდელიანმა, რომელიც ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობდა.
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ცინდელიანი დამნაშავედ ცნო გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.