სანიოლი: ეს გამარჯვება დავიმსახურეთ

© Georgia national football teamვილი სანიოლი
ვილი სანიოლი - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2024
გამოწერა
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფს 6 ქულით, ერთპიროვნულად ლიდერობს.
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ვფიქრობ, ალბანეთთან შეხვედრაში გადამწყვეტი ის საუბარი იყო, რომელიც ფეხბურთელებთან შედგა, მეორე ტაიმში მეტი აგრესიით ვითამაშეთ და ეს გამარჯვება დავიმსახურეთ, განაცხადა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
10 სექტემბერს, უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტირანაში გასვლითი მატჩი ჩაატარა და ალბანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
საქართველო-ალბანეთის მატჩში ერთადერთი გოლი, შეხვედრის 71-ე წუთზე, გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
„პირველი ტაიმში ბევრი რამ არ იყო კარგად, მაგრამ კარგი საუბარი გვქონდა მოთამაშეებთან. ვეცადეთ გამოგვესწორებინა შეცდომები და მეორე ტაიმში მეტი აგრესიით ვითამაშეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ. დღევანდელი შეხვედრა ჩეხეთთან მატჩთან შედარებით ბევრად რთული იყო. პირველი ტაიმი კარგი არ ყოფილა, თუმცა სწორედ ასეთი თამაშები გვასწავლის, თუ რა გვაქვს გამოსასწორებელი“, - აღნიშნა სანიოლმა.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ასევე ისაუბრა გუნდის სამომავლო გეგმებზე. მისი თქმით, ოქტომბერში დაგეგმილ მატჩებამდე ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში ბრუნდებიან.
„მსურს, რომ მომდევნო თამაშებს ტრავმების გარეშე შევხვდეთ. თითოეული ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. ჩემი ერთადერთი სურვილია, რომ ოქტომბერში იგივე მიდგომა და გარემო გვქონდეს გუნდში. მხოლოდ ასე შევძლებთ წარმატებული თამაშის გაგრძელებს", - განაცხადა სანიოლმა.
საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩში ჩეხეთის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანეს.
ამრიგად, ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ექვსი ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე ალბანეთია, მესამეზე კი ჩეხეთი. B1 ჯგუფში ბოლო ადგილზე უკრაინაა, რომელსაც ჯერჯერობით ნული ქულა აქვს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0