სიბიჰამ სტოლტენბერგთან რუსეთზე დარტყმების საკითხი განიხილა

  - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2024
გამოწერა
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ვესაუბრე ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, რა დროსაც რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებზე შეზღუდვის მოხსნის თემა დაისვა, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა ანდრიი სიბიჰამ.

„ჩვენ პირდაპირ საქმეზე გადავედით: უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა, თავდაცვის წარმოების გაზრდა და ინვესტიციები უკრაინულ იარაღში... მე კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან აუცილებლობას — ჰქონდეს შესაძლებლობა, შეზღუდვების გარეშე გამოიყენოს არსებული იარაღი რუსეთის კანონიერი სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ“, - წერს სიბიჰა სოციალურ ქსელ X-ის აკაუნტზე.

უკრაინელი მინისტრის თქმით, სტოლტენბერგთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინა განაგრძობს ალიანსში გაწევრიანების კურსს.
როგორც დასავლური მედია წერს, მანამდე იენს სტოლტენბერგმაგანაცხადა, რომალიანსიკიევისმიერშორი რადიუსის რაკეტების გამოყენების საკითხზე მსჯელობს, და უკრაინისთვისრუსეთისტერიტორიაზესამხედროობიექტებამდე მიღწევასმნიშვნელოვანი უწოდა.
რუსეთს მიაჩნია, რომ უკრაინისთვის ამგვარი იარაღისმიწოდებახელსუშლისკონფლიქტის მოგვარების პროცესს და ამასთან კონფლიქტშიუშუალოდრთავსნატოსქვეყნებს.
ყველა ახალი ამბავი
0