ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა - მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკის ოფისი
ეროვნული ბანკის ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2024
გამოწერა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით 51,5% შეადგინა
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით 55,66 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 825,97 მლნ ლარით, ანუ 1,51%-ით მეტია 2024 წლის ივლისის დასაწყისში, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
ანგარიშის თანახმად, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 213,61 მლნ ლარით, ანუ 0,89%-ით, ხოლო დეპოზიტები მოთხოვნამდე – 612,36 მლნ ლარით, ანუ 1,98%-ით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ მიმდინარე წლის 1–ელი აგვისტოს მდგომარეობით 51,5% შეადგინა, რაც 0,56 პროცენტული პუნქტით მეტია 2024 წლის 1-ელი ივლისის მაჩვენებელზე.
ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6,96% შეადგინა, მათ შორის 9,13% - ლარის დეპოზიტებზე, ხოლო 2,33% – უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე.
ივლისის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ყველა ახალი ამბავი
0