https://sputnik-georgia.com/20240911/qochorashvilma-uefas-erta-ligis-matchebshi-bavshvobis-ocneba-aisrula-289843471.html
ქოჩორაშვილმა უეფას ერთა ლიგის მატჩებზე ბავშვობის ოცნება აისრულა
ქოჩორაშვილმა უეფას ერთა ლიგის მატჩებზე ბავშვობის ოცნება აისრულა
Sputnik საქართველო
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფს 6 ქულით, ერთპიროვნულად ლიდერობს. 11.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-11T11:37+0400
2024-09-11T11:37+0400
2024-09-11T11:42+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/0b/289842650_0:128:1640:1050_1920x0_80_0_0_049806d0810007335bae8b03abe7f5f5.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა, რომელმაც უეფას ერთა ლიგის ორ ტურში გოლები გაიტანა, ბავშვობის ოცნება აისრულა.საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩეხეთის ნაკრების დამარცხების (4:1) შემდეგ ვილი სანიოლის გუნდმა ტირანაში ალბანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩში ერთადერთი გოლი, შეხვედრის 71-ე წუთზე, „ლევანტეს" ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.ფეხბურთელის თქმით, ყველაზე მეტად კმაყოფილი იმით არის, რომ ნაკრებმა ორივე მატჩი მოიგო და ექვსიდან ექვსი ქულა მოაგროვა.B დივიზიონის პირველი ჯგუფის პარალელურ მატჩში ჩეხეთმა საკუთარ მოედანზე უკრაინა ანგარიშით 3:2 დაამარცხა.ამრიგად, ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ექვსი ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე ალბანეთია, მესამეზე კი ჩეხეთი. B1 ჯგუფში ბოლო ადგილზე უკრაინაა, რომელსაც ჯერჯერობით ნული ქულა აქვს.საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/0b/289842650_0:0:1640:1229_1920x0_80_0_0_3b57a0195609467adf09a2c8834e63b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ქოჩორაშვილმა უეფას ერთა ლიგის მატჩებზე ბავშვობის ოცნება აისრულა
11:37 11.09.2024 (განახლებულია: 11:42 11.09.2024) ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფს 6 ქულით, ერთპიროვნულად ლიდერობს.
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა, რომელმაც უეფას ერთა ლიგის ორ ტურში გოლები გაიტანა, ბავშვობის ოცნება აისრულა.
საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩეხეთის ნაკრების დამარცხების (4:1) შემდეგ ვილი სანიოლის გუნდმა ტირანაში ალბანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩში ერთადერთი გოლი, შეხვედრის 71-ე წუთზე, „ლევანტეს" ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
„ძალიან ამაყი ვარ, რომ მოვახერხე მეორე გოლის გატანა ეროვნულ ნაკრებში. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ბავშვობაში შეიძლება ვერც წარმომედგინა, რომ ჩემი პოზიციიდან შევძლებდი ორ თამაშში ორი გოლის გატანას, - განაცხადა ქოჩორაშვილმა.
ფეხბურთელის თქმით, ყველაზე მეტად კმაყოფილი იმით არის, რომ ნაკრებმა ორივე მატჩი მოიგო და ექვსიდან ექვსი ქულა მოაგროვა.
„ვიცით, რომ მეორე თამაშში შეგვეძლო უკეთესადაც გვეთამაშა, მაგრამ ახლა გვაქვს ერთთვიანი სანაკრებო შესვენება. წავალთ გუნდებში, უფრო მეტად უნდა მოვუმატოთ და დავბრუნდეთ. უკრაინასთან თამაში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ქოჩირაშვილმა.
B დივიზიონის პირველი ჯგუფის პარალელურ მატჩში ჩეხეთმა საკუთარ მოედანზე უკრაინა ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
ამრიგად, ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ექვსი ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე ალბანეთია, მესამეზე კი ჩეხეთი. B1 ჯგუფში ბოლო ადგილზე უკრაინაა, რომელსაც ჯერჯერობით ნული ქულა აქვს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.