https://sputnik-georgia.com/20240911/meriam-veris-parkis-reabilitacia-daiwyo-289847267.html
თბილისის მერიამ ვერის პარკის რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის მერიამ ვერის პარკის რეაბილიტაცია დაიწყო
Sputnik საქართველო
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის ბოლომდე დასრულდება. 11.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-11T20:17+0400
2024-09-11T20:17+0400
2024-09-11T20:17+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/04/289732111_0:167:1599:1066_1920x0_80_0_0_62731ef5a154398e483d6876377ecaa5.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ ვერის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.პარკის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისათვის მომზადდა წინასაპროექტო კვლევები და მოქალაქეების ჩართულობით შემუშავდა დეტალური დიზაინის პროექტი.სამუშაოების საწყის ეტაპს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.როგორც მან აღნიშნა, ვერის პარკი დაცულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსით და მისი ძირეული გარდაქმნა ან შეცვლა არ იგეგმება. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა არსებული გეგმარებისა და აქტივობების შენარჩუნებას, გაუმჯობესებას და ახალი, გარემოსთვის შესაფერისი ფუნქციების ინტეგრაციას.გავრცელებული ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა 2 საბავშვო მოედანი ასაკის მიხედვით - 1-დან 3 წლამდე და 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის; ასევე მოეწყობა ძაღლების სასეირნო სივრცე, გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, სასმელი წყლის სოკოები, საპარკე ავეჯი, ფანჩატური, სპორტული მოედანი, საფეხბურთო მოედანი, ბელვედერი, ადმინისტრაციული შენობა და საპირფარეშო. თბილისის მერის თქმით, ასევე დაგეგმილია ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაციაც, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აღნიშნულ პროექტში თბილისის განვითარების ფონდი ჩაერთვება.რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულიად განახლდება საკომუნიკაციო სისტემები და ჩაიმალება გრუნტში, ასევე, დაემატება სანიაღვრე სისტემა. პარკში არსებული მრავალწლოვანი ხე-მცენარეები შენარჩუნდება და დაემატება ნერგები.ვერის პარკი – თბილისის ერთ-ერთი უძველესი პარკია, რომელიც ქალაქის ცენტრში, მერაბ კოსტავასა და ნიკო ნიკოლაძის ქუჩებს შორის მდებარეობს. ბაღის ფართობი დაახლოებით 4 ჰექტარია. ბაღის სპორტულ კომპლექსში შედის სპორტული დარბაზი კალათბურთისა და ფრენბურთისთვის, ოთხი საჩოგბურთო მოედანი, მცირე დარბაზი მოკრივეთა რინგით, ჭადრაკის სასახლე, ალპური კლუბი და ქალაქის პენსიონერთა საჭადრაკო კლუბი.სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/04/289732111_107:0:1528:1066_1920x0_80_0_0_5308aa1d745ae5be94da9ab9a25d060a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის მერიამ ვერის პარკის რეაბილიტაცია დაიწყო
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ ვერის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
პარკის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისათვის მომზადდა წინასაპროექტო კვლევები და მოქალაქეების ჩართულობით შემუშავდა დეტალური დიზაინის პროექტი.
სამუშაოების საწყის ეტაპს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.
„ვერის პარკში ნამდვილად არ არის სახარბიელო ვითარება და გვინდა, სრული რეაბილიტაცია ჩავატაროთ. როგორც დაგპირდით, მთლიანად განახლდება და შეიცვლება საპარკე ინფრასტრუქტურა, დაირგვება ხე-მცენარეები, გაჩნდება საპიკნიკე ზონები, გადმოსახედი, სანაპიროსთან კავშირი კიბეებით იქნება აღდგენილი, ასევე, ბავშვებისთვის შესაბამისი სივრცე მოეწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ვერის პარკი დაცულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსით და მისი ძირეული გარდაქმნა ან შეცვლა არ იგეგმება. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა არსებული გეგმარებისა და აქტივობების შენარჩუნებას, გაუმჯობესებას და ახალი, გარემოსთვის შესაფერისი ფუნქციების ინტეგრაციას.
გავრცელებული ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა 2 საბავშვო მოედანი ასაკის მიხედვით - 1-დან 3 წლამდე და 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის; ასევე მოეწყობა ძაღლების სასეირნო სივრცე, გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, სასმელი წყლის სოკოები, საპარკე ავეჯი, ფანჩატური, სპორტული მოედანი, საფეხბურთო მოედანი, ბელვედერი, ადმინისტრაციული შენობა და საპირფარეშო.
თბილისის მერის თქმით, ასევე დაგეგმილია ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაციაც, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აღნიშნულ პროექტში თბილისის განვითარების ფონდი ჩაერთვება.
რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულიად განახლდება საკომუნიკაციო სისტემები და ჩაიმალება გრუნტში, ასევე, დაემატება სანიაღვრე სისტემა. პარკში არსებული მრავალწლოვანი ხე-მცენარეები შენარჩუნდება და დაემატება ნერგები.
ვერის პარკი – თბილისის ერთ-ერთი უძველესი პარკია, რომელიც ქალაქის ცენტრში, მერაბ კოსტავასა და ნიკო ნიკოლაძის ქუჩებს შორის მდებარეობს. ბაღის ფართობი დაახლოებით 4 ჰექტარია. ბაღის სპორტულ კომპლექსში შედის სპორტული დარბაზი კალათბურთისა და ფრენბურთისთვის, ოთხი საჩოგბურთო მოედანი, მცირე დარბაზი მოკრივეთა რინგით, ჭადრაკის სასახლე, ალპური კლუბი და ქალაქის პენსიონერთა საჭადრაკო კლუბი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.