https://sputnik-georgia.com/20240911/gorshi-vashlis-realizaciis-xelshewkobis-sakoordinacio-shtabi-gaixsna-289843260.html
გორში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
გორში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
Sputnik საქართველო
არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატის რეალიზაცია მეტწილად ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება. 11.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-11T13:38+0400
2024-09-11T13:38+0400
2024-09-11T13:38+0400
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/14/250948334_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_ea8037019ccd86a246e0594ee7d32732.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით გორში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ.ვაშლი, ატამთან, ყურძენთან და მანდარინთან ერთად, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ფერმერებისგან რთველის მიღება სექტემბრის დასაწყისში დაიწყო. წინასწარი მონაცემებით, წელს არასტანდარტული ვაშლის მოსავალი დაახლოებით 50 ათასი ტონა იქნება.მისი თქმით, საწარმოები, რომლებიც არასტანდარტული ვაშლისგან აწარმოებენ პროდუქციას, ზრდიან ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს.„საწარმოები, რომლებიც ამ ნედლეულისგან აწარმოებენ პროდუქციას - ვაშლის კონცენტრატს, ზრდიან ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი ხორციელდება ჩვენს სტრატეგიულ ბაზარზე - ევროკავშირში", - განაცხადა ნასარიძემ.როგორც მან აღნიშნა, მიზნის მისაღწევად - ხარისხიანი, მაღალპროდუქტიული ვაშლის ბაღების რაოდენობის ზრდა - სახელმწიფო, წინა წლების მსგავსად, აგრძელებს ფერმერების მხარდაჭერას.„არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდიან. ხილის გადამამუშავებელი საწარმოები, რომლებიც ჩაერთვებიან პროგრამაში, ვალდებული არიან საკოორდინაციო შტაბში ელექტრონული ფორმით გაიარონ რეგისტრაცია.არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობას. აღნიშნული პროგრამა ეხმარება ფერმერებს, მათთვის მისაღებ ფასად ჩააბარონ დაბალხარისხიანი ვაშლი. ამავე დროს პროგრამა ხილის გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგებას უწყობს ხელს.არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატის რეალიზაცია მეტწილად ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება.2023 წელს ქართველმა ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციიდან 7 მილიონი ლარის ოდენობით შემოსავალი მიიღეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/14/250948334_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_097609297f9d91ea51b10dc122291927.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
გორში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატის რეალიზაცია მეტწილად ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება.
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით გორში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ.
ვაშლი, ატამთან, ყურძენთან და მანდარინთან ერთად, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ფერმერებისგან რთველის მიღება სექტემბრის დასაწყისში დაიწყო. წინასწარი მონაცემებით, წელს არასტანდარტული ვაშლის მოსავალი დაახლოებით 50 ათასი ტონა იქნება.
„მნიშვნელოვანია, რომ ვაშლის მოსავლის აღების პროცესი წარიმართოს ორგანიზებულად. შტაბი, რომელიც გავხსენით, ამ პროცესს წარმართავს. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიზანია, რომ არც ერთი კილოგრამი ვაშლი არ დარჩეს რეალიზაციის გარეშე", - განაცხადა ნასარიძემ.
მისი თქმით, საწარმოები, რომლებიც არასტანდარტული ვაშლისგან აწარმოებენ პროდუქციას, ზრდიან ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს.
„საწარმოები, რომლებიც ამ ნედლეულისგან აწარმოებენ პროდუქციას - ვაშლის კონცენტრატს, ზრდიან ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი ხორციელდება ჩვენს სტრატეგიულ ბაზარზე - ევროკავშირში", - განაცხადა ნასარიძემ.
როგორც მან აღნიშნა, მიზნის მისაღწევად - ხარისხიანი, მაღალპროდუქტიული ვაშლის ბაღების რაოდენობის ზრდა - სახელმწიფო, წინა წლების მსგავსად, აგრძელებს ფერმერების მხარდაჭერას.
„მოვუწოდებთ ფერმერებს, გამოიყენონ შემოთავაზებები სახელმწიფო პროგრამების სახით, რითაც გააუმჯობესებენ ხარისხს და გაზრდიან მოსავლიანობას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
„არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდიან.
ხილის გადამამუშავებელი საწარმოები, რომლებიც ჩაერთვებიან პროგრამაში, ვალდებული არიან საკოორდინაციო შტაბში ელექტრონული ფორმით გაიარონ რეგისტრაცია.
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობას. აღნიშნული პროგრამა ეხმარება ფერმერებს, მათთვის მისაღებ ფასად ჩააბარონ დაბალხარისხიანი ვაშლი. ამავე დროს პროგრამა ხილის გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგებას უწყობს ხელს.
არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატის რეალიზაცია მეტწილად ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება.
2023 წელს ქართველმა ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციიდან 7 მილიონი ლარის ოდენობით შემოსავალი მიიღეს.