აშშ-ის სენატში ქართული „ენჯეოს" ხელმძღვანელს მოუსმენენ: მმართველი პარტიის მოსაზრება

© photo: Sputnik / Igor' Mikhalev / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის კონგრესი
აშშ-ის კონგრესი - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2024
გამოწერა
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით მიღებულ კანონებს განიხილავს
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, არაერთხელ მიუყენებიათ საქართველოსთვის ზიანი, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის აშშ-ის სენატში ჩანიშნული გამოსვლის კომენტარისას.
აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ მოსმენები 12 სექტემბერს არის ჩანიშნული - საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიღებულ კანონებს განიხილავს. ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური.
„მან (გიგაურმა – რედ.) და იქიდან დაფინანსებულმა მატყუარა ორგანიზაციებმა არაერთხელ მიაყენეს ზიანი საქართველოს. არის ორი არჩევანი: სტაბილური პარტნიორი ან ადამიანი, რომელიც მათ ხელში უყურებს და ყველაფერს მხოლოდ ფულის გამო აკეთებს. ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა, რომ ჩვენი პარტნიორები, ამერიკელი მეგობრები, საქართველოს სამართლიანად ეპყრობოდნენ“, - განაცხადა ოდიშარიამ.
დეპუტატის აზრით, აშშ-ის სენატში სხდომას უნდა ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც არჩეული არიან ქვეყნის მოქალაქეთა ხმების უმრავლესობით.
ოპოზიციის ნაწილიც ასევე ეჭვის თვალით უყურებს არასამთავრობო ორგანიზაციების კვალიფიკაციას - ოპოზიციური პარტია „გირჩისთვის“ გაუგებარია თუ რატომ უნდა წარადგინოს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ანგარიში აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში.
საქართველო და აშშ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0