https://sputnik-georgia.com/20240911/albanetis-mwvrtneli-wlinaxevris-ganmavlobashi-goli-pirvelad-gavushvit-289844245.html
ალბანეთის მწვრთნელი: წლინახევრის განმავლობაში გოლი პირველად გავუშვით
ალბანეთის მწვრთნელი: წლინახევრის განმავლობაში გოლი პირველად გავუშვით
Sputnik საქართველო
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფს 6 ქულით, ერთპიროვნულად ლიდერობს. 11.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-11T12:32+0400
2024-09-11T12:32+0400
2024-09-11T12:32+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/0b/289841320_0:111:1440:921_1920x0_80_0_0_2155ebc7dc665d1be3edb0affbcedddd.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. წლინახევრის განმავლობაში გოლი პირველად გავუშვით, ასევე პირველად წავაგეთ, განაცხადა ალბანეთის ნაკრების მწვრთნელმა სილვინიომ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.10 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩეხეთის ნაკრების დამარცხების (4:1) შემდეგ ვილი სანიოლის გუნდმა ტირანაში ალბანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩში ერთადერთი გოლი, შეხვედრის 71-ე წუთზე, „ლევანტეს" ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.მისი თქმით, საქართველოს ნაკრებთან ფიზიკურად ურთულესი შეხვედრა გამოდგა და ალბანელმა ფეხბურთელებმა შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმი გააკეთეს.გუშინ, B დივიზიონის პირველი ჯგუფის პარალელურ მატჩში ჩეხეთმა საკუთარ მოედანზე უკრაინა ანგარიშით 3:2 დაამარცხა.ამრიგად, ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ექვსი ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე ალბანეთია, მესამეზე კი ჩეხეთი. B1 ჯგუფში ბოლო ადგილზე უკრაინაა, რომელსაც ჯერჯერობით ნული ქულა აქვს.საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/0b/289841320_93:0:1344:938_1920x0_80_0_0_0d3e591091cfaae9ca1409f1bcefb9d4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ალბანეთის მწვრთნელი: წლინახევრის განმავლობაში გოლი პირველად გავუშვით
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფს 6 ქულით, ერთპიროვნულად ლიდერობს.
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. წლინახევრის განმავლობაში გოლი პირველად გავუშვით, ასევე პირველად წავაგეთ, განაცხადა ალბანეთის ნაკრების მწვრთნელმა სილვინიომ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
10 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩეხეთის ნაკრების დამარცხების (4:1) შემდეგ ვილი სანიოლის გუნდმა ტირანაში ალბანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
მატჩში ერთადერთი გოლი, შეხვედრის 71-ე წუთზე, „ლევანტეს" ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
„ფრე ანგარიში სამართლიანი შედეგი იქნებოდა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. ორივე გუნდი დაცვაში კარგად იდგა და ტაქტიკურად გამართულად თამაშობდა. ვიცოდი, რომ გუნდი, რომელიც პირველ გოლს გაიტანდა, პრაქტიკულად მოიგებდა... წლინახევრის განმავლობაში გოლი პირველად გავუშვით. ასევე პირველად წავაგეთ. მეტოქემ შეტევისთვის სივრცე არ დაგვიტოვა“, – განაცხადა სილვინიომ.
მისი თქმით, საქართველოს ნაკრებთან ფიზიკურად ურთულესი შეხვედრა გამოდგა და ალბანელმა ფეხბურთელებმა შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმი გააკეთეს.
„დღეს შეგვიძლია ვთქვათ, ქართველები ისე კარგად მოქმედებდნენ, შეტევა გაგვიჭირდა. საქართველოს ნაკრები და მათი მწვრთნელი ქებას იმსახურებენ... ჩვენ წავაგეთ, მაგრამ ყველაფერი წინაა. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, რათა პირველობის შანსი შევინარჩუნოთ", - განაცხადა სილვინიომ.
გუშინ, B დივიზიონის პირველი ჯგუფის პარალელურ მატჩში ჩეხეთმა საკუთარ მოედანზე უკრაინა ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
ამრიგად, ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ექვსი ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე ალბანეთია, მესამეზე კი ჩეხეთი. B1 ჯგუფში ბოლო ადგილზე უკრაინაა, რომელსაც ჯერჯერობით ნული ქულა აქვს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.