ტრაგედია კახეთში: სარწყავ არხში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება"
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2024
გამოწერა
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. კახეთში 24 წლის მამაკაცი სარწყავ არხში დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
უბედური შემთხვევა წნორში დღეს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მეგობრებთან ერთად საბანაოდ იყო წასული, რა დროსაც ძლიერმა დინებამ გაიტაცა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ამ დროისთვის გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0