https://sputnik-georgia.com/20240910/saqartveloshi-investiciebi-izrdeba-statistika-289821581.html
საქართველოში ინვესტიციები იზრდება - ახალი სტატისტიკა
საქართველოში ინვესტიციები იზრდება - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
საქსტატის ცნობით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით. 10.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-10T12:36+0400
2024-09-10T12:36+0400
2024-09-10T12:36+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252230091_0:134:3000:1822_1920x0_80_0_0_86388334bf76655385f8f630b7ecf808.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მეორე კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 574,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე 10,3%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებში.ინვესტიციების ზრდის მთავარ მიზეზად სახელდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდა.სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის აპრილ-ივნისში სააქციო კაპიტალმა 101 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17,6%-ია. რაც შეეხება სავალო ვალდებულებებს, მეორე კვარტალში მან 21,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მისი მოცულობა 48,8 მლნ აშშ დოლარია.გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში რეინვესტიცია 8,9%-ით შემცირდა და 451,3 მლნ დოლარი შეადგინა. ინვესტიციები ასევე შემოვიდა აზერბაიჯანიდან, ჩეხეთიდან, ნიდერლანდებიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, ავსტრიიდან, ვირჯინიის კუნძულებიდან და სხვა ქვეყნებიდან.რა სფეროებში ჩაიდო ინვესტიციები2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო ფინანსური და სადაზღვევო სექტორი, ვაჭრობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, უძრავი ქონება და ენერგეტიკა.ინვესტიციები ასევე განხორციელდა ხელოვნებაში, დასვენებასა და გართობაში, ინფორმაციასა და კომუნიკაციებში, ტრანსპორტში, ასევე სასტუმროებსა და რესტორნებში.საინვესტიციო პოლიტიკამთავრობის ახალი ეკონომიკური პროგრამის თანახმად, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა ხელახლა ჩამოყალიბდება — პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე გადავა და ქვეყანა ახლებურად იქნება პოზიციონირებული.ამასთან, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორც ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებთან, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან.ამავე პერიოდში მიიღება ახალი კანონი მეწარმეობის შესახებ, რომელიც ევროკავშირის შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და ასოცირების შეთანხმებითა და მისი დანართებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ასახავს, რითაც საქართველოს კორპორაციული სამართალი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვდება.კონკურენტული და საქმიანი გარემოს შექმნის მიზნით სახელმწიფო ეტაპობრივად იტყვის უარს დღემდე სახელმწიფოს ხელში არსებულ ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომლებსაც დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი აქვთ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252230091_329:0:3000:2003_1920x0_80_0_0_a6d8c937723c85443cd759bdcf139e63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოში ინვესტიციები იზრდება - ახალი სტატისტიკა
საქსტატის ცნობით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით.
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მეორე კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 574,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე 10,3%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებში.
ინვესტიციების ზრდის მთავარ მიზეზად სახელდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდა.
სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის აპრილ-ივნისში სააქციო კაპიტალმა 101 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17,6%-ია.
რაც შეეხება სავალო ვალდებულებებს, მეორე კვარტალში მან 21,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მისი მოცულობა 48,8 მლნ აშშ დოლარია.
გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში რეინვესტიცია 8,9%-ით შემცირდა და 451,3 მლნ დოლარი შეადგინა.
ინვესტიციები საქართველოში 2024 წლის მეორე კვარტალში. ქვეყნების ტოპ-სამეული
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | წილი ინვესტიციებში, % |
დიდი ბრიტანეთი | 266,7 | 46,4 |
იაპონია | 59,2 | 10,3 |
მალტა | 37,9 | 6,6 |
ინვესტიციები ასევე შემოვიდა აზერბაიჯანიდან, ჩეხეთიდან, ნიდერლანდებიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, ავსტრიიდან, ვირჯინიის კუნძულებიდან და სხვა ქვეყნებიდან.
რა სფეროებში ჩაიდო ინვესტიციები
2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო ფინანსური და სადაზღვევო სექტორი, ვაჭრობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, უძრავი ქონება და ენერგეტიკა.
ინვესტიციები საქართველოში 2024 წლის მეორე კვარტალში. მოწინავე დარგების ტოპ-სამეული
დარგი | მოცულობა, მლნ დოლარი | წილი ინვესტიციებში, % |
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა | 78,7 | 39,1 |
ვაჭრობა | 39,5 | 19,6 |
გადამამუშავებელი მრეწველობა | 38,8 | 19,3 |
ინვესტიციები ასევე განხორციელდა ხელოვნებაში, დასვენებასა და გართობაში, ინფორმაციასა და კომუნიკაციებში, ტრანსპორტში, ასევე სასტუმროებსა და რესტორნებში.
მთავრობის ახალი ეკონომიკური პროგრამის თანახმად, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა ხელახლა ჩამოყალიბდება — პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე გადავა და ქვეყანა ახლებურად იქნება პოზიციონირებული.
ამასთან, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორც ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებთან, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან.
ამავე პერიოდში მიიღება ახალი კანონი მეწარმეობის შესახებ, რომელიც ევროკავშირის შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და ასოცირების შეთანხმებითა და მისი დანართებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ასახავს, რითაც საქართველოს კორპორაციული სამართალი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვდება.
კონკურენტული და საქმიანი გარემოს შექმნის მიზნით სახელმწიფო ეტაპობრივად იტყვის უარს დღემდე სახელმწიფოს ხელში არსებულ ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომლებსაც დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი აქვთ.