პესკოვი: რუსეთმა უნდა განაგრძოს სპეცოპერაცია

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2024
გამოწერა
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. კიევის რეჟიმი აგრძელებს თავისი არსის დემონსტრირებას და რუსეთმა უნდა განაგრძოს სპეცოპერაცია, რათა თავი დაიცვას, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„კიევის რეჟიმი აგრძელებს თავისი არსის დემონსტრირებას. ისინი მტრები არიან. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სამხედრო ოპერაცია, რათა დავიცვათ თავი ასეთი რეჟიმის გამოვლინებისგან“, - აღნიშნა პესკოვმა, როდესაც ღამით საცხოვრებელ შენობებზე დრონების შეტევაზე საუბრობდა.
მანამდე მოსკოვის რეგიონის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით მოსკოვის რეგიონში 14 დრონი ჩამოაგდეს პოდოლსკში, რამენსკოეში, ლიუბერციში, დომოდედოვოსა და კოლომნაში. რამენსკოეში უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონების თავდასხმის შედეგად 46 წლის ქალი დაიღუპა, დაშავდა სამი აადმიანი.
ყველა ახალი ამბავი
0