https://sputnik-georgia.com/20240910/qartulma-ocnebam-siis-oceuli-waradgina-289837547.html
„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა
Sputnik საქართველო
მმართველმა პარტიის სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილია. 10.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-10T20:34+0400
2024-09-10T20:34+0400
2024-09-10T21:39+0400
საქართველო
ქართული ოცნება
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/11/289041315_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_c9b28fae4443a1c76311f98e779fb006.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ პარტიული სიის პირველი ოცეულის პრეზენტაცია გამართა.სიის პირველი ნომერი „ქართული ოცნების დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია.„ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ოცეული ასე გამოიყურება:1. ბიძინა ივანიშვილი2. ირაკლი კობახიძე3. ირაკლი ღარიბაშვილი4. შალვა პაპუაშვილი5. მამუკა მდინარაძე6. თეა წულუკიანი7. ლაშა ტალახაძე8. ვახტანგ თურნავა9. მაკა ბოჭორიშვილი10. გენო პეტრიაშვილი11. სოზარ სუბარი12. მარიამ ქვრივიშვილი13. ანრი ოხანაშვილი14. ნიკოლოზ სამხარაძე15. ეკა ჭიჭინაძე16. შოთა ბერეკაშვილი17. ლევან მახაშვილი18. მიხეილ ყაველაშვილი19. გიორგი გაბუნია20. ლიკა შარტავა„როგორც ხედავთ, ჩვენი საარჩევნო სიის ოცეული შედგება პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი და ახალი წევრებისგან, ახალი სახეებისგან, ყველა ასაკის წარმომადგენლებისგან, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანებისგან“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენის შემდეგ.საპარლამენტო არჩევნები 2024საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/11/289041315_0:0:1138:853_1920x0_80_0_0_fc69c15ab7021f4d37cae30512c56b69.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოცნება , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, ქართული ოცნება , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში
„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა
20:34 10.09.2024 (განახლებულია: 21:39 10.09.2024) მმართველმა პარტიის სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილია.
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ პარტიული სიის პირველი ოცეულის პრეზენტაცია გამართა.
სიის პირველი ნომერი „ქართული ოცნების დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია.
„ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ოცეული ასე გამოიყურება:
„როგორც ხედავთ, ჩვენი საარჩევნო სიის ოცეული შედგება პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი და ახალი წევრებისგან, ახალი სახეებისგან, ყველა ასაკის წარმომადგენლებისგან, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანებისგან“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენის შემდეგ.
საპარლამენტო არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.