https://sputnik-georgia.com/20240910/papuashvili-echvebi-rom-gaipantos-evrokavshirma-kezerashvili-unda-gadmosces-289830043.html
პაპუაშვილი: ეჭვები რომ გაიფანტოს ევროკავშირმა კეზერაშვილი საქართველოს უნდა გადმოსცეს
პაპუაშვილი: ეჭვები რომ გაიფანტოს ევროკავშირმა კეზერაშვილი საქართველოს უნდა გადმოსცეს
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსის თქმით, საქართველოს უცხოელ პარტნიორებს უსაგნო მორალისტობის ნაცვლად შეუძლიათ დაეხმარონ საქართველოს 10.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-10T13:39+0400
2024-09-10T13:39+0400
2024-09-10T13:39+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/0c/276660781_0:0:3076:1731_1920x0_80_0_0_18c050efb1d75e02efa144ccaf48d8a5.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებაში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა, ქვეყანაში დაუსწრებლად გასამართლებული თავდაცვის ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი „რადიკალური ოპოზიციის“ დაფინანსების სანაცვლოდ ევროკავშირისგან ხომ არ სარგებლობს ხელშეუხებლობის გარანტიით, ამ ეჭვების გაქარწყლება მხოლოდ მის საქართველოში ექსტრადიციას შეუძლია, დაწერა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელ X-ში.მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოში „რადიკალურ ოპოზიციას" თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი აფინანსებს. ერთ-ერთ მტკიცებულებად დასახელდა კეზერაშვილის შეხვედრა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში კვიპროსში შედგა. მმართველ პარტიაში ასევე განაცხადეს ექს-მინისტრის გეგმების თაობაზე 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ოპოზიციისთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ.მისი თქმით, საქართველოს უცხოელ პარტნიორებს უსაგნო მორალისტობის ნაცვლად, შეუძლიათ დაეხმარონ საქართველოს, რათა თავიდან აირიდოს სასიცოცხლო საფრთხეები.„არალეგალური ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული თანხების გადარიცხვის ბოლოდროინდელმა სკანდალმა ნათლად დაგვანახა, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, უსაგნო მორალისტობის ნაცვლად, რომ დაეხმარონ საქართველოს, თავიდან აირიდოს სასიცოცხლო საფრთხეები", - დაწერა პაპუაშვილმა.6 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ შპს „მორგან ლიმიტედის“თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეთა თანხების თაღლითურად მითვისება, კეზერაშვილს, მის დას და ძმისშვილს, 1 მილიონ დოლარზე მეტი გადაურიცხა.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პროკურატურამ, გერმანელ კოლეგებთან ერთად, აღმოაჩინა უკანონო ქოლ-ცენტრებიდან მიღებული დიდი ფულადი თანხების გადარიცხვები, რომლებიც ევროპელი პენსიონერების ძარცვით იყო დაგროვილი 2019-2021 წლებში და რომლებიც დავით კეზერაშვილის და მისი ოჯახის ანგარიშებზე მოხვდა.მისი თქმით, აღნიშნული ფულის დანაშაულებრივი წარმოშობა მთელი ისტორიის მხოლოდ ერთი ნაწილია და ქართული დემოკრატიისათვის ამ ისტორიაში მნიშვნელოვანი ისაა, თუ რაზე იხარჯება ეს თანხები.„ქართული დემოკრატიისათვის ამ ისტორიაში მნიშვნელოვანი ისაა, რომ კეზერაშვილს არაერთხელ ღიად უღიარებია, რომ მის ხელთაა ოპოზიციური ტელეკომპანია და მტკიცე პოლიტიკურ და ფინანსურ კონტროლს ახორციელებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე", - დაწერა პაპუაშვილმა.როგორც მან აღნიშნა, უკანონო წყაროებიდან მოპოვებული ეს არალეგალური პოლიტიკური დაფინანსება არსად ფიქსირდება და არც რაიმე ფორმით აღირიცხება.„ნაცმოძრაობის" უკანონო დაფინანსება ღია საიდუმლოებაა. ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა კარგად იციან ეს „საიდუმლო“. უფრო მეტიც, კეზერაშვილს საქართველოში ხუთწლიანი თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი სახელმწიფო თანხების მითვისებისთვის", - დაწერა პოლიტიკოსმა. პაპუაშვილმა ამ ისტორიის ნამდვილ პარადოქსად დაასახელა ის, რომ კეზერაშვილი, რომლის დანაშაული უკვე ევროპული საგამოძიებო უწყებების მიერაცაა დადასტურებული, თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში და, ამასთან, რადიკალური ქართული ოპოზიციის დღის წესრიგის მთავარი დამფინანსებელია.საქართველოში დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ბრძოლა 2021 წლიდან დაიწყო. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან დგას კეზერაშვილი, რომელიც ახლა ისრაელის მოქალაქეა. 2023 წელს კი, ჟურნალისტური გამოძიების ჩატარების შედეგად, ამ დასკვნამდე მივიდა BBC-იც.დანაშულის მასშტაბი2021-2024 წლებში საქართველოს პროკურატურამ მთელი ქვეყნის მასშტაბით დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ რამდენიმე ფართომასშტაბიანი ღონისძიება განახორციელა. ოპერაციებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.ჩხრეკა ჩატარდა რამდენიმე ქოლ-ცენტრში, ათობით ეჭვმიტანილის საცხოვრებელ ბინებში, ავტომობილებსა და სამუშაო ადგილებზე. ამოღებულია დოკუმენტები და დიდი ოდენობით თანხა. საერთო ჯამში, ჯგუფური თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 89 ფიზიკური და შვიდი იურიდიული პირის მიმართ.ყადაღა დაედო 90 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას. დაზარალებულად აღიარეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ასობით მოქალაქე, რომელთა ჯამურმა ზარალმა 30 მილიონ ლარს გადააჭარბა.პროკურატურა მოსახლეობას მოუწოდებს, თუ რაიმე ინფორმაცია აქვთ დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების შესაძლო ფუნქციონირების შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ სამართალდამცავ ორგანოებს.ВВС-ს სკანდალური გამოძიებაბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.გამოძიების მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რაიმე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.ვინ არის კეზერაშვილიდავით კეზერაშვილი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (2012) მან ქვეყანა დატოვა.2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.კეზერაშვილმა, რომელიც საქართველოში მრავალი წელია არ ჩამოსულა, 2019 წელს ტელეკომპანია „ფორმულა" დააარსა - იგი არის ერთ-ერთი იმ სამი ახალი ტელეარხიდან, რომელიც მკვეთრად აკრიტიკებს ქვეყნის ხელისუფლებას. მმართველი პარტია აღნიშნულ ტელეკომპანიებს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეს-სამსახურს უწოდებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/0c/276660781_347:0:3076:2047_1920x0_80_0_0_b1be27d739bc40100b23b7f0b373e072.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
პაპუაშვილი: ეჭვები რომ გაიფანტოს ევროკავშირმა კეზერაშვილი საქართველოს უნდა გადმოსცეს
პოლიტიკოსის თქმით, საქართველოს უცხოელ პარტნიორებს უსაგნო მორალისტობის ნაცვლად შეუძლიათ დაეხმარონ საქართველოს
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებაში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა, ქვეყანაში დაუსწრებლად გასამართლებული თავდაცვის ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი „რადიკალური ოპოზიციის“ დაფინანსების სანაცვლოდ ევროკავშირისგან ხომ არ სარგებლობს ხელშეუხებლობის გარანტიით, ამ ეჭვების გაქარწყლება მხოლოდ მის საქართველოში ექსტრადიციას შეუძლია, დაწერა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელ X-ში.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოში „რადიკალურ ოპოზიციას" თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი აფინანსებს. ერთ-ერთ მტკიცებულებად დასახელდა კეზერაშვილის შეხვედრა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში კვიპროსში შედგა. მმართველ პარტიაში ასევე განაცხადეს ექს-მინისტრის გეგმების თაობაზე 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ოპოზიციისთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ.
„საქართველოში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა, ხომ არ სარგებლობს კეზერაშვილი ხელშეუხებლობის გარანტიით, რათა, სანაცვლოდ, ეს რადიკალური ჯგუფები დააფინანსოს? ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის მისი გადმოცემა ამ ეჭვების გაფანტვის ერთადერთი გზაა“,- დაწერა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს უცხოელ პარტნიორებს უსაგნო მორალისტობის ნაცვლად, შეუძლიათ დაეხმარონ საქართველოს, რათა თავიდან აირიდოს სასიცოცხლო საფრთხეები.
„არალეგალური ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული თანხების გადარიცხვის ბოლოდროინდელმა სკანდალმა ნათლად დაგვანახა, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, უსაგნო მორალისტობის ნაცვლად, რომ დაეხმარონ საქართველოს, თავიდან აირიდოს სასიცოცხლო საფრთხეები", - დაწერა პაპუაშვილმა.
6 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ შპს „მორგან ლიმიტედის“თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეთა თანხების თაღლითურად მითვისება, კეზერაშვილს, მის დას და ძმისშვილს, 1 მილიონ დოლარზე მეტი გადაურიცხა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პროკურატურამ, გერმანელ კოლეგებთან ერთად, აღმოაჩინა უკანონო ქოლ-ცენტრებიდან მიღებული დიდი ფულადი თანხების გადარიცხვები, რომლებიც ევროპელი პენსიონერების ძარცვით იყო დაგროვილი 2019-2021 წლებში და რომლებიც დავით კეზერაშვილის და მისი ოჯახის ანგარიშებზე მოხვდა.
„აღმოჩნდა, რომ, რასაც BBC მის საგამოძიებო სიუჟეტში ამტკიცებდა, ახლა საბანკო გადარიცხვებით დადასტურდა: მისტერ ოფშორი, როგორც მას BBC-მ უწოდა, დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების ბიზნესის უკან დგას", - დაწერა პარლამენტის სპიკერმა.
მისი თქმით, აღნიშნული ფულის დანაშაულებრივი წარმოშობა მთელი ისტორიის მხოლოდ ერთი ნაწილია და ქართული დემოკრატიისათვის ამ ისტორიაში მნიშვნელოვანი ისაა, თუ რაზე იხარჯება ეს თანხები.
„ქართული დემოკრატიისათვის ამ ისტორიაში მნიშვნელოვანი ისაა, რომ კეზერაშვილს არაერთხელ ღიად უღიარებია, რომ მის ხელთაა ოპოზიციური ტელეკომპანია და მტკიცე პოლიტიკურ და ფინანსურ კონტროლს ახორციელებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე", - დაწერა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, უკანონო წყაროებიდან მოპოვებული ეს არალეგალური პოლიტიკური დაფინანსება არსად ფიქსირდება და არც რაიმე ფორმით აღირიცხება.
„ნაცმოძრაობის" უკანონო დაფინანსება ღია საიდუმლოებაა. ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა კარგად იციან ეს „საიდუმლო“. უფრო მეტიც, კეზერაშვილს საქართველოში ხუთწლიანი თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი სახელმწიფო თანხების მითვისებისთვის", - დაწერა პოლიტიკოსმა.
პაპუაშვილმა ამ ისტორიის ნამდვილ პარადოქსად დაასახელა ის, რომ კეზერაშვილი, რომლის დანაშაული უკვე ევროპული საგამოძიებო უწყებების მიერაცაა დადასტურებული, თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში და, ამასთან, რადიკალური ქართული ოპოზიციის დღის წესრიგის მთავარი დამფინანსებელია.
საქართველოში დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ბრძოლა 2021 წლიდან დაიწყო. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან დგას კეზერაშვილი, რომელიც ახლა ისრაელის მოქალაქეა. 2023 წელს კი, ჟურნალისტური გამოძიების ჩატარების შედეგად, ამ დასკვნამდე მივიდა BBC-იც.
2021-2024 წლებში საქართველოს პროკურატურამ მთელი ქვეყნის მასშტაბით დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ რამდენიმე ფართომასშტაბიანი ღონისძიება განახორციელა. ოპერაციებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
ჩხრეკა ჩატარდა რამდენიმე ქოლ-ცენტრში, ათობით ეჭვმიტანილის საცხოვრებელ ბინებში, ავტომობილებსა და სამუშაო ადგილებზე. ამოღებულია დოკუმენტები და დიდი ოდენობით თანხა.
საერთო ჯამში, ჯგუფური თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 89 ფიზიკური და შვიდი იურიდიული პირის მიმართ.
ყადაღა დაედო 90 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას.
დაზარალებულად აღიარეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ასობით მოქალაქე, რომელთა ჯამურმა ზარალმა 30 მილიონ ლარს გადააჭარბა.
პროკურატურა მოსახლეობას მოუწოდებს, თუ რაიმე ინფორმაცია აქვთ დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების შესაძლო ფუნქციონირების შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ სამართალდამცავ ორგანოებს.
ВВС-ს სკანდალური გამოძიება
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.
გამოძიების მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რაიმე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.
დავით კეზერაშვილი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (2012) მან ქვეყანა დატოვა.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
კეზერაშვილმა, რომელიც საქართველოში მრავალი წელია არ ჩამოსულა, 2019 წელს ტელეკომპანია „ფორმულა" დააარსა - იგი არის ერთ-ერთი იმ სამი ახალი ტელეარხიდან, რომელიც მკვეთრად აკრიტიკებს ქვეყნის ხელისუფლებას. მმართველი პარტია აღნიშნულ ტელეკომპანიებს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეს-სამსახურს უწოდებს.