უხეში ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში - დეპუტატი ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე

© Sputnik / Alexander Imedashviliევროპის მოედანი
ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2024
გამოწერა
12 სექტემბერს აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ საკითხის მოსმენა გაიმართება, ერთ-ერთი გამომსვლელი იქნება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეკა გიგაური.
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ჰელსინკის კომისიის განცხადება არის უხეში ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში, განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე მარიამ ლაშხმა.
როგორც ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქართველმა ხალხმა აირჩია მომავალი, რაც არის თავისუფალი, დემოკრატიული და ევროატლანტიკური ინსტიტუტების ნაწილი და მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს და მის არჩევანს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც „ისინი არიან რუსულ ჩარევისა და დემოკრატიის „ეროზიის" წინაშე".
„მსგავსი ტიპის განცხადებები არის პირდაპირ საწინააღმდეგო და ეს არის საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში უხეში ჩარევა, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში აქვს საპასუხო ქმედებები", - განაცხადა ლაშხმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ დასავლური სტრუქტურების წარმომადგენლები მსგავსი განცხადებებისგან თავს შეიკავებენ.
აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ მოსმენები 12 სექტემბერს არის ჩანიშნული - საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიღებულ კანონებს განიხილავს. ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური.
საქართველო და აშშ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0