https://sputnik-georgia.com/20240910/kaladze-arasanqcirebuli-rusuli-kompaniebis-saqartveloshi-shemosvlis-winaagmdegi-ar-aris-289836673.html
კალაძე არასანქცირებული რუსული კომპანიების ქართულ ბაზარზე შემოსვლის წინააღმდეგი არ არის
კალაძე არასანქცირებული რუსული კომპანიების ქართულ ბაზარზე შემოსვლის წინააღმდეგი არ არის
Sputnik საქართველო
კალაძის თქმით, საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და ღიაა ბიზნესისთვის. 10.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-10T21:00+0400
2024-09-10T21:00+0400
2024-09-10T21:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართულ–რუსული ურთიერთობები
კახა კალაძე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/0a/289827127_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_904f28637b41b113c09ec6789d6b2f98.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ნებისმიერ კომპანიას, მათ შორის, რუსულს, რომელიც არ არის სანქცირებული, შეუძლია შემოვიდეს ქვეყანაში და აწარმოოს ბიზნესი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენმდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.რუსულმა ონლაინ-გაყიდვების კომპანია OZON-მა საქართველოში მიტანის სერვისი აამოქმედა. მოქალაქეები შეკვეთის მიღებას სახლთან ახლოს, პარტნიორი კომპანიების გაცემის პუნქტებში ან საკურიერო მომსახურების მეშვეობით შეეძლებათ. პირველ ეტაპზე პროდუქციის მიწოდებას 14 დღე დასჭირდება.კალაძის თქმით, წლების წინ ქვეყანაში სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებზე იქნა გასხვისებული.როგორც მან აღნიშნა, საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და ღიაა ბიზნესისთვის.„ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვუერთდებით სანქციებს და ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ღიად განვაცხადეთ. საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის, ასევე ბიზნესისთვის", - განაცხადა კალაძემ.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებდა, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან. დღემდე არცერთი გამოთქმული ბრალდება არ დადასტურებულა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/0a/289827127_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_dcfe3eba150b29339b40644c811794e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართულ–რუსული ურთიერთობები, კახა კალაძე , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართულ–რუსული ურთიერთობები, კახა კალაძე , ახალი ამბები
კალაძე არასანქცირებული რუსული კომპანიების ქართულ ბაზარზე შემოსვლის წინააღმდეგი არ არის
კალაძის თქმით, საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და ღიაა ბიზნესისთვის.
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ნებისმიერ კომპანიას, მათ შორის, რუსულს, რომელიც არ არის სანქცირებული, შეუძლია შემოვიდეს ქვეყანაში და აწარმოოს ბიზნესი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენმდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
რუსულმა ონლაინ-გაყიდვების კომპანია OZON-მა საქართველოში მიტანის სერვისი აამოქმედა. მოქალაქეები შეკვეთის მიღებას სახლთან ახლოს, პარტნიორი კომპანიების გაცემის პუნქტებში ან საკურიერო მომსახურების მეშვეობით შეეძლებათ. პირველ ეტაპზე პროდუქციის მიწოდებას 14 დღე დასჭირდება.
კალაძის თქმით, წლების წინ ქვეყანაში სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებზე იქნა გასხვისებული.
„ნებისმიერ ადამიანს, კომპანიას, მათ შორის, რუსულ კომპანიას, რომელიც არ არის სანქცირებული, შეუძლია შემოვიდეს ქვეყანაში, აწარმოოს ბიზნესი, დაასაქმოს ადამიანები. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამასთან დაკავშირებით. აქვე, თქვენ რომ სამართლიანი იყოთ, მე გაგახსენებთ, რომ წლების წინ ქვეყანაში სტრატეგიული ობიექტები გასხვისებული იქნა რუსულ კომპანიებზე, არა მხოლოდ ჩვეულებრივ კომპანიებზე, არამედ რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და ღიაა ბიზნესისთვის.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვუერთდებით სანქციებს და ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ღიად განვაცხადეთ. საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის, ასევე ბიზნესისთვის", - განაცხადა კალაძემ.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებდა, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან. დღემდე არცერთი გამოთქმული ბრალდება არ დადასტურებულა.