https://sputnik-georgia.com/20240910/bankebis-mier-gacemuli-kreditebis-moculoba-ivlisshi-gaizarda-289828144.html
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა ივლისში გაიზარდა
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა ივლისში გაიზარდა
Sputnik საქართველო
საქართველოში 17 კომერციული ბანკია, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 10.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-10T15:00+0400
2024-09-10T15:00+0400
2024-09-10T15:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0d/250027242_0:130:3181:1919_1920x0_80_0_0_41a536e5024a31ed168cda3629145d90.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2024 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით 202,32 მლნ ლარით (0,35%) შემცირდა და მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით 57,14 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 420,9 მილიონი ლარით, ანუ 1,34%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 623,23 მლნ ლარით, ანუ 2,41%-ით შემცირდა.ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის ივლისის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 9,37 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0,12%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 16,18 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 2,27%-ით მეტია.ივლისში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 0,77%-ით, ანუ 227,9 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით, 29,74 მლრდ ლარი შეადგინა.ლარში გაცემული კრედიტების წილმა შეადგინა 55,76%, რაც 2024 წლის 1-ელი ივლისის მონაცემებთან შედარებით 0,93 საპროცენტო პუნქტით მეტია.ივლისის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0d/250027242_224:0:2955:2048_1920x0_80_0_0_f8613f962d98ba1356a094c071170302.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა ივლისში გაიზარდა
საქართველოში 17 კომერციული ბანკია, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2024 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით 202,32 მლნ ლარით (0,35%) შემცირდა და მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით 57,14 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 420,9 მილიონი ლარით, ანუ 1,34%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 623,23 მლნ ლარით, ანუ 2,41%-ით შემცირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის ივლისის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 9,37 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0,12%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 16,18 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 2,27%-ით მეტია.
ივლისში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 0,77%-ით, ანუ 227,9 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით, 29,74 მლრდ ლარი შეადგინა.
ლარში გაცემული კრედიტების წილმა შეადგინა 55,76%, რაც 2024 წლის 1-ელი ივლისის მონაცემებთან შედარებით 0,93 საპროცენტო პუნქტით მეტია.
ივლისის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.