https://sputnik-georgia.com/20240910/albaneti-saqartvelo-qomagebs-avtobusebi-moemsaxurebat-289832766.html
ალბანეთი-საქართველო: თბილისში ქომაგებს ავტობუსები გახანგრძლივებული დროით მოემსახურებიან
ალბანეთი-საქართველო: თბილისში ქომაგებს ავტობუსები გახანგრძლივებული დროით მოემსახურებიან
Sputnik საქართველო
საქართველოს და ალბანეთის ნაკრებებს შორის მატჩი ტირანაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. 10.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-10T15:53+0400
2024-09-10T15:53+0400
2024-09-10T15:53+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
სპორტი
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/15/286974302_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_e075033628b453e1fc3991a6227908d4.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. ალბანეთი-საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის გამო მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.დღეს უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდა, სადაც საქართველოს ნაკრების გასვლითი შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება.კერძოდ, მოქალაქეებს გახანგრძლივებული დროით ავტობუსები: N301, N306, N308, N310, N311, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N388, N391 და N397 მოემსახურებიან. საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩში ჩეხეთის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანეს. B1 ჯგუფის მეორე მატჩში ალბანეთის ნაკრებმა სტუმრად უკრაინას ანგარიშით 2:1 მოუგოდა საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფის ლიდერი გახდა.საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:10 სექტემბერი, ალბანეთი-საქართველო,11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/15/286974302_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_fe3f2f766cab6ff742467d47ddfb2446.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, სპორტი, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, სპორტი, ახალი ამბები, საზოგადოება
ალბანეთი-საქართველო: თბილისში ქომაგებს ავტობუსები გახანგრძლივებული დროით მოემსახურებიან
საქართველოს და ალბანეთის ნაკრებებს შორის მატჩი ტირანაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. ალბანეთი-საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის გამო მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დღეს უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდა, სადაც საქართველოს ნაკრების გასვლითი შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალბანეთი-საქართველოს მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი 11 სექტემბრის 02:00 საათამდე იმოძრავებს.
კერძოდ, მოქალაქეებს გახანგრძლივებული დროით ავტობუსები: N301, N306, N308, N310, N311, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N388, N391 და N397 მოემსახურებიან.
საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩში ჩეხეთის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანეს. B1 ჯგუფის მეორე მატჩში ალბანეთის ნაკრებმა სტუმრად უკრაინას ანგარიშით 2:1 მოუგოდა საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფის ლიდერი გახდა.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
10 სექტემბერი, ალბანეთი-საქართველო,
11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.