https://sputnik-georgia.com/20240910/---------289824958.html
ფეხბურთის პირდაპირი ტრანსლაცია: რესპუბლიკის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ფეხბურთის პირდაპირი ტრანსლაცია: რესპუბლიკის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
საქართველოს და ალბანეთის ნაკრებებს შორის მატჩი ტირანაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. 10.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-10T10:19+0400
2024-09-10T10:19+0400
2024-09-10T10:06+0400
საქართველო
სპორტი
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1e/288725063_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_f5bf256f27eb7be37e66fb0aeb8caf22.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. ალბანეთი-საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩის საჯარო ჩვენების გამო პირველი რესპუბლიკის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დღეს უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.საქართველოს ნაკრების გასვლითი შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით.N457 მიკროავტობუსი კი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს.საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩში ჩეხეთის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანეს. ამ უკანასკნელისთვის ეს გოლი პირველი იყო ეროვნულ ნაკრებში. B1 ჯგუფის მეორე მატჩში ალბანეთის ნაკრებმა სტუმრად უკრაინას ანგარიშით 2:1 მოუგო და საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფის ლიდერი გახდა.საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.შეჯიბრის რეგლამენტის მიხედვით, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფებში მესამე და მეოთხე ადგილებზე გასულ გუნდებს ტურნირზე მოხვედრის შანსი ექნებათ პლეი ოფის მატჩებიდან, რომელთა წილისყრა 2024 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.რაც შეეხება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ტრადიციულ წილისყრას, ის 2024 წლის დეკემბერში გაიმართება. საქართველოს ნაკრების გამოსვლა ერთა ლიგაზე განსაზღვრავს მის ადგილს გუნდების საერთო რეიტინგში. რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით მეტია გათამაშების შედეგების მიხედვით სუსტი მოწინააღმდეგის შეხვედრის შანსი.2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1e/288725063_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_56f8a2567e9f9332e78035e071d8412a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება
საქართველო, სპორტი, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება
ფეხბურთის პირდაპირი ტრანსლაცია: რესპუბლიკის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
საქართველოს და ალბანეთის ნაკრებებს შორის მატჩი ტირანაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. ალბანეთი-საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩის საჯარო ჩვენების გამო პირველი რესპუბლიკის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების გასვლითი შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.
მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 10 სექტემბრის 21:00-დან 11 სექტემბრის 12:00 საათამდე იმოქმედებს.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით.
N457 მიკროავტობუსი კი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს.
საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩში ჩეხეთის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანეს. ამ უკანასკნელისთვის ეს გოლი პირველი იყო ეროვნულ ნაკრებში. B1 ჯგუფის მეორე მატჩში ალბანეთის ნაკრებმა სტუმრად უკრაინას ანგარიშით 2:1 მოუგო და საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფის ლიდერი გახდა.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
10 სექტემბერი, ალბანეთი-საქართველო,
11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
შეჯიბრის რეგლამენტის მიხედვით, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფებში მესამე და მეოთხე ადგილებზე გასულ გუნდებს ტურნირზე მოხვედრის შანსი ექნებათ პლეი ოფის მატჩებიდან, რომელთა წილისყრა 2024 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.
რაც შეეხება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ტრადიციულ წილისყრას, ის 2024 წლის დეკემბერში გაიმართება. საქართველოს ნაკრების გამოსვლა ერთა ლიგაზე განსაზღვრავს მის ადგილს გუნდების საერთო რეიტინგში. რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით მეტია გათამაშების შედეგების მიხედვით სუსტი მოწინააღმდეგის შეხვედრის შანსი.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.