გროსი: ზაპოროჟიეს აეს-ი ჯერ არ ამოქმედდება

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2024
გამოწერა
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) რეკომენდაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორები არ ამოქმედდება მანამ, სანამ კონფლიქტი სადგურის ბირთვულ უსაფრთხოებას ემუქრება, განაცხადა სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ.
როგორც IAEA-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, სიტუაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კვლავ არასტაბილურია, ვინაიდან რეგულარული აფეთქებები, დრონების თავდასხმები და დაბომბვები ბირთვული ავარიების რისკს ზრდის.
„სააგენტოს რეკომენდაციების შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ არცერთი რეაქტორი არ განაახლდებს მუშაობას მანამ, სანამ კონფლიქტი საშიშროებას უქმნის სადგურის ბირთვულ უსაფრთხოებას“, - თქვა გროსიმ ვენაში IAEA-ს მმართველთა საბჭოს წინაშე გამოსვლისას.
ორშაბათს ვენაში IAEA-ს მმართველთა საბჭოს სხდომა დაიწყო. ღონისძიება, რომელიც პრესისთვის დახურულია, 13 სექტემბრამდე გასტანს. რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა საერთაშორისო ორგანიზაციებში მიხაილ ულიანოვმა თავის Telegram-არხზე დაწერა, რომ სესიაზე უკრაინისა და ირანის შესახებ მწვავე დისკუსიებია მოსალოდნელი.
ყველა ახალი ამბავი
0