https://sputnik-georgia.com/20240909/ukrainam-saqatrtvelodan-droebiti-rwmunebuli-gaiwvia-289812317.html
უკრაინამ „რეალობის სრული გაუგებრობის" გამო საქართველოდან დროებითი რწმუნებული გაიწვია
უკრაინამ „რეალობის სრული გაუგებრობის" გამო საქართველოდან დროებითი რწმუნებული გაიწვია
Sputnik საქართველო
დიპლომატის თქმით, ომში მყოფი ქვეყნის ელჩები ომის რეალობისგან მოწყვეტილი ვერ იქნებიან 09.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-09T12:13+0400
2024-09-09T12:13+0400
2024-09-09T12:25+0400
საქართველო
უკრაინა
ქართულ–უკრაინული ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/17/267774858_0:121:2350:1443_1920x0_80_0_0_b26551426dba6ebc8a599b772ce9417e.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის მიხაილო ხარიშინის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა უკრაინის ელჩებთან და გენერალურ კონსულებთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა. როგორც სიბიგამ განაცხადა, მან მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში დროებითი რწმუნებულის გრძელვადიანი მივლინების შეწყვეტის შესახებ, რის მიზეზადაც „ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის რეალობის სრული გაუგებრობა“ დაასახელა.2022 წლის 30 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განაცხადა. მიზეზად დასახელდა დიპლომატების არასაკმარისად პროდუქტიული მუშაობა, ვინაიდან ქვეყნები, რომლებშიც ისინი მუშაობენ, არ შეუერთდნენ დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. იმავე წლის 24 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამის შემდეგ, საქართველოში ელჩის მოვალეობას საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი ასრულებდა. კასიანოვმა პოსტი 2023 წლის მაისის შუა რიცხვებში დატოვა. ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის ივლისში კი ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩ გიორგი ზაქარაშვილს კიევის დატოვებისთვის 48 საათი მისცა. მიზეზი საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.საქართველო-უკრაინის ურთიერთობები2020 წელს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის გამო საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობა უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. უკრაინული მხარე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებაზე უარის თქმის გამო.უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებით, სააკაშვილთან მიმართებაში არსებული ვითარების გამო, 2023 წლის ივლისის დასაწყისში „თბილისთან კონსულტაციებისთვის“ საქართველოს ელჩი გააძევეს. ხოლო უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ჰუმანიტარული მიზეზების გამო სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით.საქართველოს მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რათა საკუთარი მდგომარეობა შეიმსუბუქონ. „ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი თანამოაზრეებიც ამისკენ ისწრაფვიან.ურთიერთობების გაუარესების კიდევ ერთი მიზეზი გახდა უკრაინის მიერ საქართველოს ცალკეული მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ დაწესებული სანქციები.პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინამ სანქცირებულთა სიაში შეიყვანა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი, შემდეგ კი – ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი.გარდა ამისა, უკრაინას საქართველოში ელჩი ამ დრომდე არ დაუნიშნავს. ბოლო ელჩმა იგორ დოლგოვმა თანამდებობა 2022 წლის 24 ივნისს დატოვა.უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2023 წლის 3 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილს, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში თბილისთან კონსულტაციებისთვის. მან განაცხადა: „ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და დათანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას".
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/17/267774858_133:0:2218:1564_1920x0_80_0_0_b3a9ff89653b008b00a3000061a073ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უკრაინა , ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, უკრაინა , ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
უკრაინამ „რეალობის სრული გაუგებრობის" გამო საქართველოდან დროებითი რწმუნებული გაიწვია
12:13 09.09.2024 (განახლებულია: 12:25 09.09.2024) დიპლომატის თქმით, ომში მყოფი ქვეყნის ელჩები ომის რეალობისგან მოწყვეტილი ვერ იქნებიან
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის მიხაილო ხარიშინის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა უკრაინის ელჩებთან და გენერალურ კონსულებთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა.
როგორც სიბიგამ განაცხადა, მან მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში დროებითი რწმუნებულის გრძელვადიანი მივლინების შეწყვეტის შესახებ, რის მიზეზადაც „ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის რეალობის სრული გაუგებრობა“ დაასახელა.
„კარგად ვიცი, როგორია ელჩად მუშაობა და როგორ გავხადო ეს სამუშაო უფრო ეფექტური. დღეს ყველა ელჩი უნდა იყოს მოთამაშე მწვრთნელი, რომელიც არ ელოდება ცენტრის მითითებებს, არამედ მოქმედებს პროაქტიულად, იღებს პასუხისმგებლობას და საკუთარი მაგალითით აჩვენებს უკრაინული დიპლომატიის სიძლიერეს. მხარს დავუჭერ საგარეო დიპლომატიური სამსახურის ნებისმიერ ხელმძღვანელს, რომელიც გამოიჩენს ამ სახის ენერგიასა და ეფექტურობას“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
2022 წლის 30 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განაცხადა. მიზეზად დასახელდა დიპლომატების არასაკმარისად პროდუქტიული მუშაობა, ვინაიდან ქვეყნები, რომლებშიც ისინი მუშაობენ, არ შეუერთდნენ დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. იმავე წლის 24 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამის შემდეგ, საქართველოში ელჩის მოვალეობას საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი ასრულებდა. კასიანოვმა პოსტი 2023 წლის მაისის შუა რიცხვებში დატოვა.
ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის ივლისში კი ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩ გიორგი ზაქარაშვილს კიევის დატოვებისთვის 48 საათი მისცა. მიზეზი საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.
საქართველო-უკრაინის ურთიერთობები
2020 წელს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის გამო საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობა უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. უკრაინული მხარე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებაზე უარის თქმის გამო.
უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებით, სააკაშვილთან მიმართებაში არსებული ვითარების გამო, 2023 წლის ივლისის დასაწყისში „თბილისთან კონსულტაციებისთვის“ საქართველოს ელჩი გააძევეს. ხოლო უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ჰუმანიტარული მიზეზების გამო სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით.
საქართველოს მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რათა საკუთარი მდგომარეობა შეიმსუბუქონ. „ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი თანამოაზრეებიც ამისკენ ისწრაფვიან.
ურთიერთობების გაუარესების კიდევ ერთი მიზეზი გახდა უკრაინის მიერ საქართველოს ცალკეული მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ დაწესებული სანქციები.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინამ სანქცირებულთა სიაში შეიყვანა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი, შემდეგ კი – ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი.
გარდა ამისა, უკრაინას საქართველოში ელჩი ამ დრომდე არ დაუნიშნავს. ბოლო ელჩმა იგორ დოლგოვმა თანამდებობა 2022 წლის 24 ივნისს დატოვა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2023 წლის 3 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილს, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში თბილისთან კონსულტაციებისთვის. მან განაცხადა: „ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და დათანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას".