https://sputnik-georgia.com/20240909/tbilisi-7x7-fexburtshi-saklubo-chenpionats-umaspinzlebs-289819875.html
თბილისი 7x7 ფეხბურთში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
თბილისი 7x7 ფეხბურთში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
საქართველოს 7×7 ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ISF-ის ორგანიზებულ ჩემპიონატებში სამი წელია მონაწილეობს. 09.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-09T19:37+0400
2024-09-09T19:37+0400
2024-09-09T19:42+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/11/249467995_0:55:3000:1743_1920x0_80_0_0_2ccc57898ce2f3260bff305baef93b2e.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. თბილისი პირველად 7×7 ფეხბურთში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატს, Socca Grand Prix Sevens“-ს უმასპინძლებს, რომელიც 11-15 სექტემბერს გაიმართება, განაცხადეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურში.7x7 ფეხბურთი თავდაპირველად შემუშავდა როგორც თამაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რომელიც 1984 წელს პარალიმპიური თამაშების პროგრამაში შეიტანეს. ბოლო წლებში, 7x7 ფეხბურთის თამაში დაიწყეს სპორტსმენებმა, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ. ტაიმი 30 წუთი გრძელდება და ერთ გუნდში შვიდი მოთამაშეა.თამაშები 11 სექტემბერს 14:00 საათზე დაიწყება, ხოლო ტურნირის ოფიციალური გახსნა 20:30 საათზეა დაგეგმილი. მატჩები „მზიურში“ მდებარე სტადიონზე ჩატარდება. მთავარი პრიზისთვის 13 ქვეყნის 16 გუნდი იბრძოლებს: ოთხი ქართული და 12 უცხოური. გუნდები წარმოადგენენ საქართველოს, აშშ-ს, ესპანეთს, პორტუგალიას, ხორვატიას, ბელგიას, უკრაინას, თურქეთს, საბერძნეთს, მოლდოვას, კვიპროსს, ეგვიპტესა და ომანს.ტურნირი International Socca Federation-ის (ISF) და Socca Georgia Football-ის ერთობლივი პროექტია, ადგილობრივი ორგანიზატორი კი საქართველოს 7×7 ფეხბურთის ასოციაციაა, რომელიც 2019 წელს დაფუძნდა.საქართველოს 7×7 ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ISF-ის ორგანიზებულ ჩემპიონატებში სამი წელია მონაწილეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/11/249467995_302:0:2698:1797_1920x0_80_0_0_edc83ecfedaaba482a3b66e1d5923148.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები
თბილისი 7x7 ფეხბურთში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
19:37 09.09.2024 (განახლებულია: 19:42 09.09.2024) საქართველოს 7×7 ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ISF-ის ორგანიზებულ ჩემპიონატებში სამი წელია მონაწილეობს.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. თბილისი პირველად 7×7 ფეხბურთში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატს, Socca Grand Prix Sevens“-ს უმასპინძლებს, რომელიც 11-15 სექტემბერს გაიმართება, განაცხადეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურში.
7x7 ფეხბურთი თავდაპირველად შემუშავდა როგორც თამაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რომელიც 1984 წელს პარალიმპიური თამაშების პროგრამაში შეიტანეს. ბოლო წლებში, 7x7 ფეხბურთის თამაში დაიწყეს სპორტსმენებმა, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ. ტაიმი 30 წუთი გრძელდება და ერთ გუნდში შვიდი მოთამაშეა.
თამაშები 11 სექტემბერს 14:00 საათზე დაიწყება, ხოლო ტურნირის ოფიციალური გახსნა 20:30 საათზეა დაგეგმილი. მატჩები „მზიურში“ მდებარე სტადიონზე ჩატარდება.
მთავარი პრიზისთვის 13 ქვეყნის 16 გუნდი იბრძოლებს: ოთხი ქართული და 12 უცხოური. გუნდები წარმოადგენენ საქართველოს, აშშ-ს, ესპანეთს, პორტუგალიას, ხორვატიას, ბელგიას, უკრაინას, თურქეთს, საბერძნეთს, მოლდოვას, კვიპროსს, ეგვიპტესა და ომანს.
ტურნირი International Socca Federation-ის (ISF) და Socca Georgia Football-ის ერთობლივი პროექტია, ადგილობრივი ორგანიზატორი კი საქართველოს 7×7 ფეხბურთის ასოციაციაა, რომელიც 2019 წელს დაფუძნდა.
საქართველოს 7×7 ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ISF-ის ორგანიზებულ ჩემპიონატებში სამი წელია მონაწილეობს.