https://sputnik-georgia.com/20240909/sanioli-saqartvelos-tiranashi-rtuli-matchi-elodeba-289814164.html
სანიოლი: საქართველოს ტირანაში რთული მატჩი ელოდება
სანიოლი: საქართველოს ტირანაში რთული მატჩი ელოდება
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები ტირანაში დაგეგმილი მატჩისთვის ემზადება 09.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-09T15:00+0400
2024-09-09T15:00+0400
2024-09-09T15:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ალბანეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1d/279078855_0:129:2049:1281_1920x0_80_0_0_fd0edf54e6143798a67e1573bf396bd0.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრები ტირანაში ჩაფრინდა, სადაც უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას ალბანეთის ნაკრებთან გამართავს - თამაში 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება. საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩში ჩეხეთის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანეს. ამ უკანასკნელისთვის ეს გოლი პირველი იყო ეროვნულ ნაკრებში. B1 ჯგუფის მეორე მატჩში ალბანეთის ნაკრებმა სტუმრად უკრაინას ანგარიშით 2:1 მოუგო და საქართველოს ნაკრებთან ერთად კვარტეტის ლიდერი გახდა.საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის თქმით, საქართველოს ტირანაში რთული მატჩი ელოდება.საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.შეჯიბრის რეგლამენტის მიხედვით, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფებში მესამე და მეოთხე ადგილებზე გასულ გუნდებს ტურნირზე მოხვედრის შანსი ექნებათ პლეი ოფის მატჩებიდან, რომელთა წილისყრა 2024 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.რაც შეეხება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ტრადიციულ წილისყრას, ის 2024 წლის დეკემბერში გაიმართება. საქართველოს ნაკრების გამოსვლა ერთა ლიგაზე განსაზღვრავს მის ადგილს გუნდების საერთო რეიტინგში. რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით მეტია გათამაშების შედეგების მიხედვით სუსტი მოწინააღმდეგის შეხვედრის შანსი.2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
საქართველო
ალბანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1d/279078855_84:0:1964:1410_1920x0_80_0_0_577a876b95604aa9d7b28dcd0ffaccab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ალბანეთი , ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ალბანეთი , ახალი ამბები
სანიოლი: საქართველოს ტირანაში რთული მატჩი ელოდება
საქართველოს ნაკრები ტირანაში დაგეგმილი მატჩისთვის ემზადება
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრები ტირანაში ჩაფრინდა, სადაც უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას ალბანეთის ნაკრებთან გამართავს - თამაში 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩში ჩეხეთის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანეს. ამ უკანასკნელისთვის ეს გოლი პირველი იყო ეროვნულ ნაკრებში. B1 ჯგუფის მეორე მატჩში ალბანეთის ნაკრებმა სტუმრად უკრაინას ანგარიშით 2:1 მოუგო და საქართველოს ნაკრებთან ერთად კვარტეტის ლიდერი გახდა.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის თქმით, საქართველოს ტირანაში რთული მატჩი ელოდება.
„დარწმუნებული ვარ, ძალიან რთული მატჩი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ალბანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან ვერ გავიდა, იგი ძალიან ძლიერი გუნდია“, - განაცხადა სანიოლმა ჟურნალისტებთან
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
10 სექტემბერი, ალბანეთი-საქართველო,
11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
შეჯიბრის რეგლამენტის მიხედვით, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფებში მესამე და მეოთხე ადგილებზე გასულ გუნდებს ტურნირზე მოხვედრის შანსი ექნებათ პლეი ოფის მატჩებიდან, რომელთა წილისყრა 2024 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.
რაც შეეხება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ტრადიციულ წილისყრას, ის 2024 წლის დეკემბერში გაიმართება. საქართველოს ნაკრების გამოსვლა ერთა ლიგაზე განსაზღვრავს მის ადგილს გუნდების საერთო რეიტინგში. რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით მეტია გათამაშების შედეგების მიხედვით სუსტი მოწინააღმდეგის შეხვედრის შანსი.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.