ცნობილია „ტოტალური კარნახი 2025-ის“ ავტორი
12:01 08.09.2024 (განახლებულია: 12:02 31.10.2024)
© photo: Sputnik / Sergey Mamontov
/ გამოწერა
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. „ტოტალური კარნახი 2025-ის“ ავტორად მწერალი მარინა მოსკვინა შეირჩა, განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა განათლების საერთაშორისო დღეს.
აღინიშნება, რომ მოსკვინა პრემია „იასნაია პოლიანას“ ფინალისტი და ანდერსენის საერთაშორისო საპატიო დიპლომის ლაურეატია.
„ტოტალური კარნახი არის გრანდიოზული პროექტი, რომელიც ცდილობს მოიცვას პლანეტის მთელი რუსულენოვანი მოსახლეობა. და მათთვის, ვინც აპირებს გახდეს მისი ავტორი, ეს არის ძალიან ამაღელვებელი გამოცდა. ძალიან მიხარია, რომ მქონდა პატივი, მემუშავა ასეთი მშვენიერი პროექტის გუნდში და წარმოუდგენლად მადლობელი ვარ ჩემი წინამორბედებისა, მწერლებისა, რომლებმაც გაიარეს ის რთული გზა, რომელზეც ახლა მე დავდექი“, — ამბობს მოსკვინა.
როგორც მოსალოდნელია, თბილისში ყოველწლიურ საგანმანათლებლო აქციას „ტოტალური კარნახი - 2025“ საქართველოში კვლავ თბილისის რუსული ენის ცენტრი „აზბუკა“ უმასპინძლებს.
„ტოტალური კარნახში“ მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ღონისძიების ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლა და აქციაში მონაწილეობის ადგილად თბილისის არჩევა.