სამეგრელო „გემო ფესტს" მასპინძლობს

© Sputnik / Alexander Imedashviliხაჭაპური
ხაჭაპური - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2024
გამოწერა
პროექტის მიზანი რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრო-ტურიზმის განვითარებაა.
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. სამეგრელოში სწრაფი კვების ფესტივალი „გემო ფესტი“ იმართება, რომელსაც ზუგდიდი 7 -8 სექტემბერს მასპინძლობს, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
„გემო ფესტი“ გასტრო-ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტია.
ღონისძიების მიზანია რეგიონებში ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია, ახალი გემოების აღმოჩენა, ასევე ახალი სერვისების შექმნა და განვითარება გასტრონომიული მიმართულებით.
უწყების მიერ ორგანიზებული ფესტივალი ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში იმართება. „გემო ფესტის "ფარგლებში, ბოტანიკურ ბაღში კვების ზონა, აგრობაზარი, საბავშვო გასართობი კუთხე არის მოწყობილი.

ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ფესტივალის სტუმრებს ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მეგრული კერძები გააცნონ.
ყველა ახალი ამბავი
0