საქართველოს პირველმა პირებმა ფეხბურთის ნაკრებს გამარჯვება მიულოცეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველო-ჩეხეთის მატჩი
საქართველო-ჩეხეთის მატჩი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2024
გამოწერა
უეფას ერთა ლიგის ფარგლებში გამართულ საქართველო-ჩეხეთის მატჩი ანგარიშით 4-1, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ჩეხეთთან გამარჯვება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ მიულოცეს.
საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩში ჩეხეთის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი გოლი 33-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მატჩის მეორე ნახევრის დაწყებისთანავე მეორე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ (52-ე წუთი) გაიტანა. მესამე გოლი ჟორჟ მიქაუტაძის ავტორობით გავიდა (63-ე წუთი), ხოლო მეოთხე - გიორგი ქოჩორაშვილმა (65-ე წუთი). ჩეხებმა ერთადერთი გოლი მეორე მატჩში გაიტანეს.
„თამაშის დასრულების შემდეგ, ნაკრების წევრებს გამარჯვება მივულოცე და შემდეგ მატჩებზე წარმატება ვუსურვე”, -დაწერა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში, რომელმაც მატჩს მიხეილ მესხის სტადიონზე დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ნაკრებს გამარჯვება მიულოცა და მადლობა გადაუხადა ნაკრების მწვრთნელებსა და თითოეულ ფეხბურთელს, რომელთა ძალისხმევამაც ქვეყანას ეს შედეგი მოუტანა.
„გილოცავთ, გილოცავთ, ამ საოცარ წარმატებას! გუნდურობის, დიდი შრომის, ნიჭიერების ზეიმი ვიხილეთ დღეს საფეხბურთო მინდორზე. მადლობა ჩვენს ბიჭებს იმ დიდი სიხარულისთვის, რაც საკუთარ გულშემატკივრებს, მთელს საქართველოს აჩუქეს! დიახ, გამარჯვება ჩვენია! სულ გამარჯვებები, საქართველო! “, -დაწერა კალაძემ სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი საქართველო-ჩეხეთის პატჩს პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ დიდ ეკრანზე ადევნებდა თვალს.
„დასაწყისში ხომ გითხარით, გამარჯვება იქნებაო, გამარჯვება არის და ასე იქნება ბოლომდე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის შემდეგ მატჩს ტირანაში გამართავს – ვილი სანიოლის გუნდი 10 სექტემბერს ალბანეთს ესტუმრება.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
10 სექტემბერი, ალბანეთი-საქართველო,
11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
შეჯიბრის რეგლამენტის მიხედვით, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფებში მესამე და მეოთხე ადგილებზე გასულ გუნდებს ტურნირზე მოხვედრის შანსი ექნებათ პლეი ოფის მატჩებიდან, რომელთა წილისყრა 2024 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.
ყველა ახალი ამბავი
0