დეა კულუმბეგაშვილის „აპრილი" ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელია

© Courtesy of Dea Kulumbegashviliდეა კულუმბეგაშვილი
დეა კულუმბეგაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2024
გამოწერა
ფესტივალის მთავარი ჯილდო მიიღო რეჟისორ პედრო ალმოდოვარის ფილმმა „მეზობელი ოთახი".
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ქართველ რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა „აპრილი", რომელიც რიგით 81-ე ვენეციის კინოფესტივალზე იყო წარმოდგენილი, ჟიურის სპეციალური ჯილდო გადაეცა.
„ოქროს ლომის“ მთავარი ჯილდო რეჟისორ პედრო ალმოდოვარის ფილმმა „მეზობელი ოთახი" მიიღო. „ვერცხლის ლომი" საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცა ბრეიდ კორბეტს ფილმისთვის „ბრუტალისტი".
აღსანიშნავია, რომ წელს „აპრილთან“ ერთად საპრიზო ფილმების ჩამონათვალში მოხვდა ტოდ ფილიპსის („ჯოკერი“, როლებში ხოაკინ ფენიქსი, ლედი გაგა, ზაზი ბიტცი, კეტრინ კინერი, ბრენდან გლისონი, ჯეიკობ ლოფლენდი), პაბლო ლარეინის („მარია“, მთავარ როლში ანჯელინა ჯოლი), ჰალინა რეინის („Babygirl “, მთავარ როლში ნიკოლ კიდმანი), პედრო ალმადოვარის, ვალტერ სალესის, ლუკა გუადანინოსა და სხვა მსოფლიოში ცნობილი რეჟისორების ახალი ფილმები. ჯამში 20 ფილმი.
© City Magazine Georgiaდეა კულუმბეგაშვილი, ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და მერაბ ნინიძე ვენეციის კინოფესტივალზე
Грузинская драма Апрель борется за Золотой льва в Венеции - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2024
დეა კულუმბეგაშვილი, ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და მერაბ ნინიძე ვენეციის კინოფესტივალზე
კულუმბეგაშვილის ფილმი „აპრილი“ საქართველოს პროვინციაში მცხოვრები ინას ისტორიას მოგვითხრობს. ინა არის გინეკოლოგი, რომელიც მუშაობს პატარა საავადმყოფოში, სადაც მისი ერთ-ერთი ცვლა საბედისწერო აღმოჩნდება: მის ცვლაში ახალშობილის გარდაცვალების შემდეგ ექიმს დაუდევრობაში ადანაშაულებენ.
ფილმში მთავარ როლს ასრულებემ მსახიობები მერაბ ნინიძე, ია სუხიტაშვილი და კახა კინწურაშვილი.
რაც შეეხება ვენეციის ძირითად კონკურსში დეა კულუმბეგაშვილის მოხვედრას, ეს დიდი მოვლენაა, რადგან 1996 წლის შემდეგ პირველად ვენეციის ბიენალეს მთავარ პრიზზე ქართველი რეჟისორია წარდგენილი.
სხვათა შორის, კულუმბეგაშვილი მეოთხე ქართველი რეჟისორია, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობს. მანამდე იღბალმა გაუღიმა ისეთ გამოჩენილ ქართველ ავტორებს, როგორებიც იყვნენ მიხეილ ჭიაურელი, ლანა ღოღობერიძე და ოთარ იოსელიანი.
წელს ფესტივალის ჟიურის ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი უძღვებოდა. ჟიურის წევრები ასევე იყვნენ რეჟისორები ჯუზეპე ტორნატორე, ჯეიმს გრეი, აბდერაჰმან სისაკო, აგნეშკა ჰოლანდი, ენდრიუ ჰეი, კლებერ მენდონსა ფილო, იულია ფონ ჰაინცი და მსახიობი ჩჟან ცზი. რეჟისორები ჯუზეპე ტორნატორე, ჯეიმს გრეი, აბდერაჰმან სისაკო, აგნიესკა ჰოლანდი, ჯუბერ მენდონა ფილო, ჯუბერ მენდონა კ. ჰაინცი და მსახიობი ჟანგ ზიი.
ვენეციის კინოფესტივალი (Mostra Internazionale d’Arte Cinematografica) - უძველესი კინოფესტივალია, რომელიც 1932 წელს იტალიელმა დიქტატორმა ბენიტო მუსოლინიმ დააარსა. ის მოიცავს მთავარ კონკურსს, პროგრამას „ჰორიზონტები“, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსს, კონკურს გარეშე ჩვენებას და საავტორო კინოს კონკურსს.
ყველა ახალი ამბავი
0