https://sputnik-georgia.com/20240908/ivanishvili-eklesiis-rolis-gamokvetit-sxva-kompesiebis-mnishvneloba-ar-daknindeba-289807304.html
ივანიშვილი: ეკლესიის როლის გამოკვეთით სხვა კონფესიების მნიშვნელობა არ დაკნინდება
ივანიშვილი: ეკლესიის როლის გამოკვეთით სხვა კონფესიების მნიშვნელობა არ დაკნინდება
Sputnik საქართველო
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მმართველი პარტია გეგმავს ცვლილებების შეტანას კონსტიტუციის მე-8 მუხლში, რომელიც ეხება სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო... 08.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-08T21:00+0400
2024-09-08T21:00+0400
2024-09-08T21:00+0400
საქართველო
ბიძინა ივანიშვილი
პოლიტიკა საქართველოში
რელიგია
ახალი ამბები
კანონმდებლობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/1e/285344083_220:438:1869:1366_1920x0_80_0_0_4c4e96f054b61954a6f2b3013159ec6f.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გამოკვეთით, არცერთი რელიგიური კონფესიის მნიშვნელობა არ დაკნინდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ახალციხეში ამომრჩეველთა შეხვედრაზე.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსის შემდგომი განმტკიცების ინიციატივა პირველად ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა. როგორც ივანიშვილმა 31 აგვისტოს გურიაში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოს კონსტიტუციაში ნათლად აისახება მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს იდენტობის საყრდენის მისია. ასევე ხაზგასმული იქნება საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებული როლი როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ქვეყნის თანამედროვეობაში.როგორც ივანიშვილმა განაცხადა, მართლმადიდებელი ეკლესიის როლის საქართველოს კონსტიტუციაში ასახვა უფრო განამტკიცებს ქრისტიანობას, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენს.ივანიშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ ნაბიჯით არ დაკნინდება რომელიმე სხვა რელიგიური კონფესიის მნიშვნელობა, პირიქით, მომავალშიც იქნება დაცული სხვადასხვა რელიგიური კონფესია.როგორც ადრე პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განაცხადა, საუბარია კონსტიტუციის მე-8 მუხლზე, რომელიც ეხება სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობას. კერძოდ, მასში ნათქვამია:რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში.შემოთავაზება მდგომარეობდა იმაში, რომ პირველ ქვეპუნქტში გაჩენილიყო შემდეგი ჩანაწერი: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია.“მეორე ქვეპუნქტში კი დაემატოს მხოლოდ ერთი სიტყვა „თანამედროვეობა" და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიასა და თანამედროვეობაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან".ახლანდელი რედაქციის თანახმად, საუბარია იმ ფაქტზე, რომ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში, თუმცა პრემიერის თქმით, მმართველ გუნდს მიაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული რეალობა მკაფიოდ უნდა აისახოს ქვეყნის კონსტიტუციაში.ცნობილია, რომ თავდაპირველად მმართველმა გუნდმა საქართველოს საპატრიარქოს შესთავაზა ინიციატივა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად შესაძლო გამოცხადების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია 29 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა. მან ეს ინიციატივა წარმოაჩინა „ქართული ოცნების“ სურვილად, გააძლიეროს ეკლესიის სტატუსი და როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.თუმცა, ინიციატივა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. როგორც ზვიადაძემ განმარტა, ეკლესიას მიაჩნია, რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობის სამართლებრივი მოდელი, რომელიც დღეს არსებობს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსტიტუციური შეთანხმების სახით, უნიკალურია.„ქართული ოცნება“ ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებების შეტანას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ არჩევნების შედეგების საფუძველზე პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას (3/4 მანდატი) მოიპოვებს.ამჟამად სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა რეგულირდება პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროს მიღებული 2002 წლის კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელშიც ნათქვამია, რომ „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ“.საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია (84,9%). ასევე არიან მუსლიმანები (10,9%), სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევრები (3%), კათოლიკეები (0,5%) და სხვა კონფესიების წარმომადგენლები (0,7%).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/1e/285344083_379:379:1693:1365_1920x0_80_0_0_69b641838e8b101d30ae2a9da9ac5758.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , პოლიტიკა საქართველოში, რელიგია, ახალი ამბები, კანონმდებლობა
საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , პოლიტიკა საქართველოში, რელიგია, ახალი ამბები, კანონმდებლობა
ივანიშვილი: ეკლესიის როლის გამოკვეთით სხვა კონფესიების მნიშვნელობა არ დაკნინდება
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მმართველი პარტია გეგმავს ცვლილებების შეტანას კონსტიტუციის მე-8 მუხლში, რომელიც ეხება სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობას.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გამოკვეთით, არცერთი რელიგიური კონფესიის მნიშვნელობა არ დაკნინდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ახალციხეში ამომრჩეველთა შეხვედრაზე.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსის შემდგომი განმტკიცების ინიციატივა პირველად ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა. როგორც ივანიშვილმა 31 აგვისტოს გურიაში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოს კონსტიტუციაში ნათლად აისახება მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს იდენტობის საყრდენის მისია. ასევე ხაზგასმული იქნება საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებული როლი როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ქვეყნის თანამედროვეობაში.
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, მართლმადიდებელი ეკლესიის როლის საქართველოს კონსტიტუციაში ასახვა უფრო განამტკიცებს ქრისტიანობას, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენს.
„ჩვენ ავსახავთ კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლს სწორედ იმ ფორმით, როგორსაც ის იმსახურებს... თუმცა, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ საუკუნეებია ჩვენ ვცხოვრობთ მრავალეთნიკურ ქვეყანაში, სადაც ქართველებთან ერთად ასწლეულებია ცხოვრობენ, იბრძვიან, შრომობენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ, არიან და მომავალშიც იქნებიან ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი", - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ ნაბიჯით არ დაკნინდება რომელიმე სხვა რელიგიური კონფესიის მნიშვნელობა, პირიქით, მომავალშიც იქნება დაცული სხვადასხვა რელიგიური კონფესია.
„ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია იმით, რომ სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხს ერთმანეთის რელიგიის უდიდესი პატივისცემა აქვს და ასე გაგრძელდება მომავალშიც – თითოეულ რელიგიური კონფესია ისევე იქნება დაცული, როგორც აქამდე, მათი თავისუფლების დაცვის გარანტი კი კვლავაც სახელმწიფო იქნება. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო თანაბრად ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე, განურჩევლად მისი ეროვნებისა და აღმსარებლობისა", - განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც ადრე პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განაცხადა, საუბარია კონსტიტუციის მე-8 მუხლზე, რომელიც ეხება სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობას. კერძოდ, მასში ნათქვამია:
რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში.
შემოთავაზება მდგომარეობდა იმაში, რომ პირველ ქვეპუნქტში გაჩენილიყო შემდეგი ჩანაწერი: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია.“
მეორე ქვეპუნქტში კი დაემატოს მხოლოდ ერთი სიტყვა „თანამედროვეობა" და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიასა და თანამედროვეობაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან".
ახლანდელი რედაქციის თანახმად, საუბარია იმ ფაქტზე, რომ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში, თუმცა პრემიერის თქმით, მმართველ გუნდს მიაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული რეალობა მკაფიოდ უნდა აისახოს ქვეყნის კონსტიტუციაში.
ცნობილია, რომ თავდაპირველად მმართველმა გუნდმა საქართველოს საპატრიარქოს შესთავაზა ინიციატივა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად შესაძლო გამოცხადების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია 29 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა. მან ეს ინიციატივა წარმოაჩინა „ქართული ოცნების“ სურვილად, გააძლიეროს ეკლესიის სტატუსი და როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
თუმცა, ინიციატივა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. როგორც ზვიადაძემ განმარტა, ეკლესიას მიაჩნია, რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობის სამართლებრივი მოდელი, რომელიც დღეს არსებობს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსტიტუციური შეთანხმების სახით, უნიკალურია.
„ქართული ოცნება“ ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებების შეტანას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ არჩევნების შედეგების საფუძველზე პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას (3/4 მანდატი) მოიპოვებს.
ამჟამად სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა რეგულირდება პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროს მიღებული 2002 წლის კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელშიც ნათქვამია, რომ „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ“.
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია (84,9%). ასევე არიან მუსლიმანები (10,9%), სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევრები (3%), კათოლიკეები (0,5%) და სხვა კონფესიების წარმომადგენლები (0,7%).