https://sputnik-georgia.com/20240908/alaverdis-tazarze-agsamarti-jvrebis-chamosxla-dasrulda-289804602.html
ალავერდის ტაძრის გუმბათსა და სამრეკლოზე აღსამართი ჯვრების ჩამოსხმა დასრულდა
ალავერდის ტაძრის გუმბათსა და სამრეკლოზე აღსამართი ჯვრების ჩამოსხმა დასრულდა
Sputnik საქართველო
ალავერდი XI საუკუნის საკათედრო და სამონასტრო კომპლექსია, რომელიც კახეთის რეგიონში, სოფელ ალავერდში, თელავიდან 20 კმ-ში მდებარეობს 08.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-08T15:49+0400
2024-09-08T15:49+0400
2024-09-08T15:49+0400
საქართველო
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0f/289468241_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_a1a52ea4c9bbd11051e2fc7f398278bc.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. ალავერდის ტაძრის გუმბათსა და სამრეკლოზე აღსამართი ჯვრების ჩამოსხმა დასრულებულია, იუწყება ტელეკომპანია რუსთავი 2.25 ივნისს ახმეტის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარიშხალმა ალავერდის ტაძარს ზიანი მიაყენა. ძლიერმა ქარმა გუმბათს თუნუქის საფარი გადახადა, დააზიანა კრამიტის სახურავი, ჩაამსხვია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დააზიანა სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის სახურავები. სტიქიის შდეგად ჩამოიშალა სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდა ჯვარი და დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.ალავერდის საკათედრო ტაძრის გუმბათის სტრუქტურას კონსტრუქტორებისა და არქიტექტორ-რესტავრატორების ჯგუფი იკვლევდა, რის საფუძველზეც შემუშავდა ჯვრის აღმართვის პროექტი.ჯვრების დამზადების პროცესი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგით მიმდინარეობდა - ჯვრების ჩამოსხმას არქიტექტორ-რესტავრატორები უწევდნენ ზედამხედველობას.კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ასევე დასრულდა კარიბჭე-სამრეკლოზე ანტისეისმური სარტყლის მონტაჟი და ჯვრის დასამაგრებლად შესაბამისი კონსტრუქციის მოწყობა.ალავერდის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სააგენტოს ინფორმაციით, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გუმბათზე საჭირო გახდა გადახურვის ზედა ნაწილის გახსნა - კერძოდ, სპეციალისტების მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ჯვრის დასამაგრებელი ხის კონსტრუქციები, რომლებიც დამატებით შესწავლას საჭიროებდა.ამასთან, სამონასტრო კომპლექსში გრძელდება საეპისკოპოსო სახლზე კრამიტის საბურველის მოწყობა. მიმდინარეობს ტაძრის გუმბათის, კარიბჭე-სამრეკლოსა და საეპისკოპოსო სახლის საპროექტო სამუშაოებიც.ალავერდი XI საუკუნის საკათედრო და სამონასტრო კომპლექსია, რომელიც კახეთის რეგიონში, სოფელ ალავერდში, თელავიდან 20 კმ-ში მდებარეობს.ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0f/289468241_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_cfbd4f347e6958029b366c711fe170f2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საზოგადოება, ახალი ამბები
ალავერდის ტაძრის გუმბათსა და სამრეკლოზე აღსამართი ჯვრების ჩამოსხმა დასრულდა
ალავერდი XI საუკუნის საკათედრო და სამონასტრო კომპლექსია, რომელიც კახეთის რეგიონში, სოფელ ალავერდში, თელავიდან 20 კმ-ში მდებარეობს
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. ალავერდის ტაძრის გუმბათსა და სამრეკლოზე აღსამართი ჯვრების ჩამოსხმა დასრულებულია, იუწყება ტელეკომპანია რუსთავი 2.
25 ივნისს ახმეტის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარიშხალმა ალავერდის ტაძარს ზიანი მიაყენა. ძლიერმა ქარმა გუმბათს თუნუქის საფარი გადახადა, დააზიანა კრამიტის სახურავი, ჩაამსხვია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დააზიანა სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის სახურავები. სტიქიის შდეგად ჩამოიშალა სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდა ჯვარი და დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
ალავერდის საკათედრო ტაძრის გუმბათის სტრუქტურას კონსტრუქტორებისა და არქიტექტორ-რესტავრატორების ჯგუფი იკვლევდა, რის საფუძველზეც შემუშავდა ჯვრის აღმართვის პროექტი.
ჯვრების დამზადების პროცესი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგით მიმდინარეობდა - ჯვრების ჩამოსხმას არქიტექტორ-რესტავრატორები უწევდნენ ზედამხედველობას.
„გუშინ ჩამოისხა მცირე ჯვარი, რომელიც სამრეკლოზე უნდა აღიმართოს და დღეს ჩამოისხა დიდი ჯვარი, რომელიც ტაძარზე უნდა აღიმართოს. სამრეკოზე უახლოეს პერიოდში აღიმართება ეს ჯვარი, ხოლო ტაძარზე ცოტა მოგვიანებით., ვინდაიდან იქ გარკვეული სამუშაოებია ჩასატარებელი”, - განაცხადა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორმა ნიკო ზაზუნაშვილმა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ასევე დასრულდა კარიბჭე-სამრეკლოზე ანტისეისმური სარტყლის მონტაჟი და ჯვრის დასამაგრებლად შესაბამისი კონსტრუქციის მოწყობა.
ალავერდის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სააგენტოს ინფორმაციით, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გუმბათზე საჭირო გახდა გადახურვის ზედა ნაწილის გახსნა - კერძოდ, სპეციალისტების მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ჯვრის დასამაგრებელი ხის კონსტრუქციები, რომლებიც დამატებით შესწავლას საჭიროებდა.
ამასთან, სამონასტრო კომპლექსში გრძელდება საეპისკოპოსო სახლზე კრამიტის საბურველის მოწყობა. მიმდინარეობს ტაძრის გუმბათის, კარიბჭე-სამრეკლოსა და საეპისკოპოსო სახლის საპროექტო სამუშაოებიც.
ალავერდი XI საუკუნის საკათედრო და სამონასტრო კომპლექსია, რომელიც კახეთის რეგიონში, სოფელ ალავერდში, თელავიდან 20 კმ-ში მდებარეობს.
ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.