https://sputnik-georgia.com/20240907/zugdidsi-senobidan-musa-gadavarda-da-adgilze-dairupa-289783347.html
ზუგდიდში შენობიდან მუშა ჩამოვარდა: მამაკაცი ადგილზე დაიღუპა
ზუგდიდში შენობიდან მუშა ჩამოვარდა: მამაკაცი ადგილზე დაიღუპა
Sputnik საქართველო
გარდაცვლილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. 07.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-07T17:17+0400
2024-09-07T17:17+0400
2024-09-07T17:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/09/282123700_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_ee479dd5826552fa8a70b0c84bc33681.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი - Sputnik. ზუგდიდში, საცხოვრებელი ბინის მერვე სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.შემთხვევა ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი შენობის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ხარაჩო ჩამოიშალა და გადმოვარდა.გარდაცვლილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. ის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, კონკრეტულად კორპუსების გარე ფასადის მოპირკეთებაზე იყო დასაქმებული.„თურქეთიდან ახალი ჩამოსული იყო. ამჟამად ამ ობიექტზე მხოლოდ თურქების ჯგუფი მუშაობს. დაღუპულს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მეზობლად ვცხოვრობ“, - განაცხადა ადგილობრივმა.გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოებს კომპანია შპს „დაგი" ხელმძღვანელობს.ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ადგილზე მობილიზებულები არიან ექსპერტ-კრიმინალისტები, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/09/282123700_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_c91dc566bcd38bbeff509f7d1448b053.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ზუგდიდში შენობიდან მუშა ჩამოვარდა: მამაკაცი ადგილზე დაიღუპა
გარდაცვლილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.
თბილისი, 7 სექტემბერი - Sputnik. ზუგდიდში, საცხოვრებელი ბინის მერვე სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
შემთხვევა ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი შენობის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ხარაჩო ჩამოიშალა და გადმოვარდა.
გარდაცვლილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. ის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, კონკრეტულად კორპუსების გარე ფასადის მოპირკეთებაზე იყო დასაქმებული.
„თურქეთიდან ახალი ჩამოსული იყო. ამჟამად ამ ობიექტზე მხოლოდ თურქების ჯგუფი მუშაობს. დაღუპულს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მეზობლად ვცხოვრობ“, - განაცხადა ადგილობრივმა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოებს კომპანია შპს „დაგი" ხელმძღვანელობს.
ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ადგილზე მობილიზებულები არიან ექსპერტ-კრიმინალისტები, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.