https://sputnik-georgia.com/20240907/veneciis-bienaleze-qartuli-kino-almadovaris-da-jokeris-gverdit-oqros-lomistvis-ibrzvis-289783684.html
ვენეციის ბიენალეზე ქართული კინო ალმადოვარის და „ჯოკერის“ გვერდით „ოქროს ლომისთვის“ იბრძვის
ვენეციის ბიენალეზე ქართული კინო ალმადოვარის და „ჯოკერის“ გვერდით „ოქროს ლომისთვის“ იბრძვის
Sputnik საქართველო
1996 წლის შემდეგ პირველად ვენეციის ბიენალეს მთავარ პრიზზე ქართველი რეჟისორია წარდგენილი 07.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-07T19:20+0400
2024-09-07T19:20+0400
2024-09-07T19:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული კინო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/07/289780566_0:0:1368:770_1920x0_80_0_0_be115623cc96b2c66d1ca23a4d10b4ba.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის დრამა „აპრილი“ იბრძვის „ოქროს ლომისთვის“ - რიგით 81-ე ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდოსთვის, რომელიც დღეს, 7 სექტემბერს კუნძულ ლიდოზე დასრულდება.აღსანიშნავია, რომ წელს „აპრილთან“ ერთად საპრიზო ფილმების ჩამონათვალში მოხვდა ტოდ ფილიპსის („ჯოკერი“, როლებში ხოაკინ ფენიქსი, ლედი გაგა, ზაზი ბიტცი, კეტრინ კინერი, ბრენდან გლისონი, ჯეიკობ ლოფლენდი), პაბლო ლარეინის („მარია“, მთავარ როლში ანჯელინა ჯოლი), ჰალინა რეინის („Babygirl “, მთავარ როლში ნიკოლ კიდმანი), პედრო ალმადოვარის, ვალტერ სალესის, ლუკა გუადანინოსა და სხვა მსოფლიოში ცნობილი რეჟისორების ახალი ფილმები. ჯამში 20 ფილმი.ქართული ფილმ "აპრილის" პრემიერას ესწრებოდნენ თავად რეჟისორი და მთავარი როლების შემსრულებლები -   მერაბ ნინიძე, ასევე თეატრისა და კინოს მსახიობები კახა კინწურაშვილი და ია სუხიტაშვილი. მათ მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.კულუმბეგაშვილის ფილმი „აპრილი“ საქართველოს პროვინციაში მცხოვრები ინას ისტორიას მოგვითხრობს. ინა არის გინეკოლოგი, რომელიც მუშაობს პატარა საავადმყოფოში, სადაც მისი ერთ-ერთი ცვლა საბედისწერო აღმოჩნდება: მის ცვლაში ახალშობილის გარდაცვალების შემდეგ ექიმს დაუდევრობაში ადანაშაულებენ.რაც შეეხება ვენეციის ძირითად კონკურსში დეა კულუმბეგაშვილის მოხვედრას, ეს დიდი მოვლენაა, რადგან 1996 წლის შემდეგ პირველად ვენეციის ბიენალეს მთავარ პრიზზე ქართველი რეჟისორია წარდგენილი.სხვათა შორის, კულუმბეგაშვილი მეოთხე ქართველი რეჟისორია, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობს. მანამდე იღბალმა გაუღიმა ისეთ გამოჩენილ ქართველ ავტორებს, როგორებიც იყვნენ მიხეილ ჭიაურელი, ლანა ღოღობერიძე და ოთარ იოსელიანი.ჟიურის ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი უძღვება. ჟიურის წევრები არიან ასევე რეჟისორები ჯუზეპე ტორნატორე, ჯეიმს გრეი, აბდერაჰმან სისაკო, აგნეშკა ჰოლანდი, ენდრიუ ჰეი, კლებერ მენდონსა ფილო, იულია ფონ ჰაინცი და მსახიობი ჩჟან ცზი. რეჟისორები ჯუზეპე ტორნატორე, ჯეიმს გრეი, აბდერაჰმან სისაკო, აგნიესკა ჰოლანდი, ჯუბერ მენდონა ფილო, ჯუბერ მენდონა კ. ჰაინცი და მსახიობი ჟანგ ზიი.ვენეციის კინოფესტივალი (Mostra Internazionale d’Arte Cinematografica) - უძველესი კინოფესტივალია, რომელიც 1932 წელს იტალიელმა დიქტატორმა ბენიტო მუსოლინიმ დააარსა. ის მოიცავს მთავარ კონკურსს, პროგრამას „ჰორიზონტები“, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსს, კონკურს გარეშე ჩვენებას და საავტორო კინოს კონკურსს.
საქართველო
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2024
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
    https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/07/289780566_57:0:1274:913_1920x0_80_0_0_6fff3955adf80bb517d4127e8b517ad1.jpgSputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები, საქართველო, ქართული კინო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ქართული კინო, კულტურა საქართველოში
ვენეციის ბიენალეზე ქართული კინო ალმადოვარის და „ჯოკერის“ გვერდით „ოქროს ლომისთვის“ იბრძვის
1996 წლის შემდეგ პირველად ვენეციის ბიენალეს მთავარ პრიზზე ქართველი რეჟისორია წარდგენილი
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის დრამა „აპრილი“ იბრძვის „ოქროს ლომისთვის“ - რიგით 81-ე ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდოსთვის, რომელიც დღეს, 7 სექტემბერს კუნძულ ლიდოზე დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ წელს „აპრილთან“ ერთად საპრიზო ფილმების ჩამონათვალში მოხვდა ტოდ ფილიპსის („ჯოკერი“, როლებში ხოაკინ ფენიქსი, ლედი გაგა, ზაზი ბიტცი, კეტრინ კინერი, ბრენდან გლისონი, ჯეიკობ ლოფლენდი), პაბლო ლარეინის („მარია“, მთავარ როლში ანჯელინა ჯოლი), ჰალინა რეინის („Babygirl “, მთავარ როლში ნიკოლ კიდმანი), პედრო ალმადოვარის, ვალტერ სალესის, ლუკა გუადანინოსა და სხვა მსოფლიოში ცნობილი რეჟისორების ახალი ფილმები. ჯამში 20 ფილმი.
ქართული ფილმ "აპრილის" პრემიერას ესწრებოდნენ თავად რეჟისორი და მთავარი როლების შემსრულებლები -   მერაბ ნინიძე, ასევე თეატრისა და კინოს მსახიობები კახა კინწურაშვილი და ია სუხიტაშვილი. მათ მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
კულუმბეგაშვილის ფილმი „აპრილი“ საქართველოს პროვინციაში მცხოვრები ინას ისტორიას მოგვითხრობს. ინა არის გინეკოლოგი, რომელიც მუშაობს პატარა საავადმყოფოში, სადაც მისი ერთ-ერთი ცვლა საბედისწერო აღმოჩნდება: მის ცვლაში ახალშობილის გარდაცვალების შემდეგ ექიმს დაუდევრობაში ადანაშაულებენ.
რაც შეეხება ვენეციის ძირითად კონკურსში დეა კულუმბეგაშვილის მოხვედრას, ეს დიდი მოვლენაა, რადგან 1996 წლის შემდეგ პირველად ვენეციის ბიენალეს მთავარ პრიზზე ქართველი რეჟისორია წარდგენილი.
სხვათა შორის, კულუმბეგაშვილი მეოთხე ქართველი რეჟისორია, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობს. მანამდე იღბალმა გაუღიმა ისეთ გამოჩენილ ქართველ ავტორებს, როგორებიც იყვნენ მიხეილ ჭიაურელი, ლანა ღოღობერიძე და ოთარ იოსელიანი.
ჟიურის ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი უძღვება. ჟიურის წევრები არიან ასევე რეჟისორები ჯუზეპე ტორნატორე, ჯეიმს გრეი, აბდერაჰმან სისაკო, აგნეშკა ჰოლანდი, ენდრიუ ჰეი, კლებერ მენდონსა ფილო, იულია ფონ ჰაინცი და მსახიობი ჩჟან ცზი. რეჟისორები ჯუზეპე ტორნატორე, ჯეიმს გრეი, აბდერაჰმან სისაკო, აგნიესკა ჰოლანდი, ჯუბერ მენდონა ფილო, ჯუბერ მენდონა კ. ჰაინცი და მსახიობი ჟანგ ზიი.
ვენეციის კინოფესტივალი (Mostra Internazionale d’Arte Cinematografica) - უძველესი კინოფესტივალია, რომელიც 1932 წელს იტალიელმა დიქტატორმა ბენიტო მუსოლინიმ დააარსა. ის მოიცავს მთავარ კონკურსს, პროგრამას „ჰორიზონტები“, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსს, კონკურს გარეშე ჩვენებას და საავტორო კინოს კონკურსს.