უეფას ერთა ლიგა: ქართველებმა ჩეხეთი გაანადგურეს

© video: Sputnik / Stringerსაქართველო-ჩეხეთი
საქართველო-ჩეხეთი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2024
გამოწერა
მატჩი ქართველების სრული უპირატესობით წარიმართა და ქართველებმა ჩეხებს შანსი არ დაუტოვეს.
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩში ჩეხეთის წინააღმდეგ ანგარიშით 4:1 მოიგო.
შეხვედრის პირველი გოლი 33-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მატჩის მეორე ნახევრის დაწყებისთანავე მეორე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ (52-ე წუთი) გაიტანა. მესამე გოლი ჟორჟ მიქაუტაძის ავტორობით გავიდა (63-ე წუთი), ხოლო მეოთხე - გიორგი ქოჩორაშვილმა (65-ე წუთი).
ჩეხებმა ერთადერთი გოლი მეორე მატჩში გაიტანეს.
მატჩი ქართველების სრული უპირატესობით წარიმართა და ქართველებმა ჩეხებს შანსი არ დაუტოვეს.
საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს ალბანეთს სტუმრად შეხვდება. 2024/2025 სეზონის უეფას ერთა ლიგის პირველი წრის საქართველო-ჩეხეთის მატჩის ყველა ბილეთი ერთ საათზე ნაკლებ დროში გაიყიდა.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
10 სექტემბერი, ალბანეთი-საქართველო,
11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
პლეი ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
შეჯიბრის რეგლამენტის მიხედვით, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფებში მესამე და მეოთხე ადგილებზე გასულ გუნდებს ტურნირზე მოხვედრის შანსი ექნებათ პლეი ოფის მატჩებიდან, რომელთა წილისყრა 2024 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.
რაც შეეხება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ტრადიციულ წილისყრას, ის 2024 წლის დეკემბერში გაიმართება. საქართველოს ნაკრების გამოსვლა ერთა ლიგაზე განსაზღვრავს მის ადგილს გუნდების საერთო რეიტინგში. რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით მეტია გათამაშების შედეგების მიხედვით სუსტი მოწინააღმდეგის შეხვედრის შანსი.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0