საქართველო ევროკავშირის წევრობას სხვებზე მეტად იმსახურებს - პაპუაშვილი

© photo: Sputnik / Stringerევროკავშირის დროშები საქართველოს დედაქალაქის ცენტრში
ევროკავშირის დროშები საქართველოს დედაქალაქის ცენტრში - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2024
გამოწერა
საქართველომ მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით მრავალ სფეროში წარმატებული რეფორმები ჩაატარა, თუმცა, ევროკავშირი მასთან მოლაპარაკებების დაწყებას გაწევრიანების შესახებ არ ჩქარობს, ნათქვამია კვლევაში
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. როცა საქმე ეხება ფაქტებსა და რეალობას, საქართველოს ლიდერობა თვალსაჩინოა ევროკავშირის ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით და ზოგიერთ შემთხვევაში წევრ ქვეყნებთან შედარებითაც, მათ შორის მმართველობის სხვადასხვა ინდიკატორების კუთხით, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
სპიკერი გამოეხმაურა ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტის კვლევის, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით მრავალ სფეროში წარმატებული რეფორმები ჩაატარა, თუმცა, ევროკავშირი მასთან მოლაპარაკებების დაწყებას გაწევრიანების შესახებ არ ჩქარობს.
სპიკერის თქმით, კვლევა აჩვენებს, როგორი ცრუ ნარატივები ყალიბდება და ვრცელდება საქართველოს წინააღმდეგ.
„სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებით რაც დაიწყო ომი უკრაინაში, ჩვენ ვართ მომსწრე, რომ ცრუ ნარატივები ვრცელდება დასავლეთიდან საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, როგორც სპიკერმა განაცხადა, პოლიტიკოსები და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები პირდაპირ სიყალბესა და ცრუ ნარატივებს უყენებენ საქართველოს, თითქოს დემოკრატიის უკუსვლა ხდება. მაგრამ ყოველ ჯერზე ან კვლევებით ან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეშვეობით დასტურდება, რომ ეს სიცრუეა.
„არც ერთხელ, არცერთი დიპლომატისგან, დონორისგან და უცხოელი პოლიტიკოსისგან, რომლებიც ამ ცრუ ნარატივებს ავრცელებდნენ, ქართველ ხალხს მათი მხრიდან ბოდიში არ მოუსმენია. პირიქით, ცრუ ნარატივების აგრძელებენ ხოლმე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია შეწყდეს ცრუ ბრალდებები ქართველი ხალხის მისამართით.
„როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთობების გადატვირთვაზე, მნიშვნელოვანია შეწყდეს ცრუ ბრალდებები და ნარატივები ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა. კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.
რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღებამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შანსები ნულის ტოლი იყო. ახლა შანსი არის დაახლოებით 20-30%. შედეგი იქ მიიღწევა, სადაც პრინციპულობა ვლინდება, აღნიშნა კობახიძემ.
რეზონანსული კანონი
საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა. კანონის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, იგი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
რეზონანსული კანონი, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის კრიტიკისა, ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.
ყველა ახალი ამბავი
0