https://sputnik-georgia.com/20240907/sanqciebi-rusuli-mediis-winaarmdeg-289778669.html
აშშ-მა რუსეთი სოცქსელებში საიდუმლო ჯგუფის შექმნაში დაადანაშაულა
აშშ-მა რუსეთი სოცქსელებში საიდუმლო ჯგუფის შექმნაში დაადანაშაულა
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ტელეარხ RT-ის თანამშრომლები სოციალურ ქსელებში ვირუსული ვიდეოების გავრცელებაში დაადანაშაულა... 07.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-07T12:24+0400
2024-09-07T12:24+0400
2024-09-07T12:24+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259877448_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_23ff7e7826ffee9eca60e45330bf281c.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ტელეარხ RT-ის თანამშრომლები სოციალურ ქსელებში ვირუსული ვიდეოების გავრცელებაში დაადანაშაულა, რომლებსაც მილიონობით ნახვა ჰქონდა, იუწყება National Public Radio (NPR).იქვე ზუსტდება, რომ საუბარია კონსტანტინ კალაშნიკოვსა და ელენა აფანასიევაზე. ამერიკელი პროკურორების მტკიცებით, მათ თითქმის ათი მილიონი დოლარი გადაურიცხეს ერთ-ერთ კომპანიას, რომელიც დიდი რაოდენობის ხელმომწერების მქონე ბლოგერებს ურიგდებოდა. მათ, თავის მხრივ, გამოაქვეყნეს თითქმის ორი ათასი ვიდეო, რომლებსაც YouTube-ზე 16 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. NPR-ის ცნობით, ფირმა Tenet Media, რომელსაც თითქოს ფული გადაერიცხა, ნეშვილშია დარეგისტრირებული, ხოლო მასთან მოთანამშრომლე ინფლუენსერებმა იცოდნენ, „რომ რუსებზე მუშაობდნენ“. მედია ჯგუფ „როსია სეგოდნიასა“ და ტელეკომპანია RT-ის მთავარ რედქტორ მარგარიტა სიმონიანს (რომელსაც სანქციები დაუწესდა) მიაჩნია, რომ დასავლურ მედიას „პარანოის შეტევა აქვს“. შეერთებულმა შტატებმა ოთხშაბათს სანქციები დაუწესა მედია-ჯგუფ „როსია სეგოდნიას“, „რია ნოვოსტის“, RT-ს, Sputnik-სა და Ruptly-ს. ახალი სანქციები შეეხო მედია-ჯგუფ „როსია სეგოდნიასა“ და RT-ის მთავარ რედაქტორ მარგარიტა სიმონიანსა და ამ ტელეარხის რამდენიმე ტოპ-მენეჯერს.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259877448_261:0:2992:2048_1920x0_80_0_0_5191a51ca4095ce54b91dcdced68d88c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა საქართველოში, აშშ
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა საქართველოში, აშშ
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ტელეარხ RT-ის თანამშრომლები სოციალურ ქსელებში ვირუსული ვიდეოების გავრცელებაში დაადანაშაულა, რომლებსაც მილიონობით ნახვა ჰქონდა, იუწყება National Public Radio (NPR).
„ოთხშაბათს იუსტიციის სამინისტრომ რუსული სახელმწიფო მაუწყებლის, RT-ის ორი თანამშრომელი ვიდეოების შექმნა-მართვისთვის ფარული ფინანსირების სქემის შექმნაში დაადანაშაულა, რომლებსაც მილიონობით ნახვა ჰქონდა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
იქვე ზუსტდება, რომ საუბარია კონსტანტინ კალაშნიკოვსა და ელენა აფანასიევაზე.
ამერიკელი პროკურორების მტკიცებით, მათ თითქმის ათი მილიონი დოლარი გადაურიცხეს ერთ-ერთ კომპანიას, რომელიც დიდი რაოდენობის ხელმომწერების მქონე ბლოგერებს ურიგდებოდა. მათ, თავის მხრივ, გამოაქვეყნეს თითქმის ორი ათასი ვიდეო, რომლებსაც YouTube-ზე 16 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა.
NPR-ის ცნობით, ფირმა Tenet Media, რომელსაც თითქოს ფული გადაერიცხა, ნეშვილშია დარეგისტრირებული, ხოლო მასთან მოთანამშრომლე ინფლუენსერებმა იცოდნენ, „რომ რუსებზე მუშაობდნენ“.
მედია ჯგუფ „როსია სეგოდნიასა“ და ტელეკომპანია RT-ის მთავარ რედქტორ მარგარიტა სიმონიანს (რომელსაც სანქციები დაუწესდა) მიაჩნია, რომ დასავლურ მედიას „პარანოის შეტევა აქვს“.
შეერთებულმა შტატებმა ოთხშაბათს სანქციები დაუწესა მედია-ჯგუფ „როსია სეგოდნიას“, „რია ნოვოსტის“, RT-ს, Sputnik-სა და Ruptly-ს. ახალი სანქციები შეეხო მედია-ჯგუფ „როსია სეგოდნიასა“ და RT-ის მთავარ რედაქტორ მარგარიტა სიმონიანსა და ამ ტელეარხის რამდენიმე ტოპ-მენეჯერს.